Jump to content

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მონიტორი კადრის განახლების 500 ჰერცი სიხშირით


Recommended Posts

დისპლეებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების ცნობილმა მწარმოებელმა კომპანია BOE-მ წარადგინა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მონიტორი, რომელიც განკუთვნილია გეიმინგისთვის. წარმოდგენილი პანელის კადრის განახლების სიხშირე 500 ჰერცს აღწევს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: BOE 

მოწყობილობის ეკრანი დიაგონალზე 27 დუიმია, გაფართოება - Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. წარმოდგენილია 8-ბიტიანი ფერის მხარდაჭერა. მონიტორის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად კომერციულ ბაზარზე ხელმისაწვდომი გეიმინგ მონიტორები ფლობენ 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირეს. ამგვარ მოდელებთან შედარებით BOE-ს სიახლე დემონსტრირებს სიხშირის დაახლოებით 40%-იან მატებას. 

მჟამად ხსენებული პანელი მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. გაყიდვაში მისი შესაძლო გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

image.jpeg 

ინტერნეტ-წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ 500-ჰერციანი დისპლეების პრაქტიკული გამოყენების საკითხი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამგვარ რეჟიმში მუშაობისთვის საჭირო იქნება მეტად მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა, კადრის განახლების მსგავსი სიხშირის დემონსტრირებას კი შეძლებს eSport-ის ტიპის შედარებით „მსუბუქ“ თამაშები, რომელთაც საშუალო დონის გრაფიკა გააჩნია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.