Magdalena Posted January 31, 2022 Posted January 31, 2022 ფინანსურ ანალიტიკოსებსა და ინვესტორებთან გამართულ კონფერენციაზე Seagate-მა განაცხადა, რომ დაიწყო 22 ტბ მოცულობის მყარი დისკების მიწოდება. ახალი HDD-ები ბაზარზე არსებულ მყარ დისკებს შორის ყველაზე დიდი მოცულობისაა. მათში გამოყენებულია მაგნიტური ჩაწერის (SMR) ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მონაცემთა ჩაწერის სიმჭიდროვის გაზრდა 15-20%-ით. ფოტოს წყარო: Seagate ახალი მყარი დისკები ხელმისაწვდომია შერჩეული მომხმარებლებისთვის - ძირითადად მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ შენახვის მაქსიმალური სიმჭიდროვე თავიანთ მონაცემთა ცენტრებში და გააჩნიათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მართოს მაგნიტური დისკები. ვინაიდან SMR მყარი დისკები განსაკუთრებით ნელა ახერხებენ მონაცემების გადაწერას, მონაცემთა ცენტრის აპლიკაციებმა, რომლებიც ოპტიმიზირებულია ამ დისკებზე, უნდა ჩაწერონ მონაცემები თანმიმდევრულად და სასურველია გაითვალისწინონ ქეშირებისთვის გამოყენებული ცარიელი ზონები. გარდა ამისა, მათ უნდა შეასრულონ რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევითი ჩაწერა ან ცვლილება, რათა შეინარჩუნონ პროგნოზირებადი წარმადობა. როდესაც Seagate-მა 2020 წელს 20-ტერაბაიტიანი მყარი დისკები დააანონსა, განაცხადა, რომ მათში გამოყენებული იქნებოდა ახალი ფირფიტები პერპენდიკულარული მაგნიტური ჩაწერისთვის (PMR) მოცულობით 2.2 ტბ, თუმცა ისინი დამყარებული იქნება იმავე პლატფორმაზე, რომელზეც 16- და 18-ტერაბაიტიანი დისკები, რომლებშიც გამოიყენება ორმაგი მაგნიტური ჩაწერა (TDMR) ძალიან მაღალი სიმჭდიროვის ჩანაწერებისთვის. თუმცა კომპანიას არ უთქვამს, რომ ამ ფირფიტების გამოყენება შესაძლებელია SMR რეჟიმში 22-ტერაბაიტიანი მყარი დისკების წარმოებისას. ტექნიკური თვალსაზრისით Seagate-ის 22-ტერაბაიტიანი დისკები ძალიან ჰგავს გასულ თვეში გამოშვებულ 20TB Exos X20 დისკებს. მთავარი განსხვავებაა SMR ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოცულობის 10%-ით გაზრდის საშუალებას. სამწუხაროდ, Seagate ჯერ არ აქვეყნებს ახალი მყარი დისკის სრულ მახასიათებლებს. https://tinyurl.com/4swcac63 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.