Jump to content

ცნობილი გახდა Xiaomi-ს 2022 წლის სმარტფონების ჩამონათვალი


Recommended Posts

კომპანია Xiaomi, რომელიც მხოლოდ Samsung-ს ჩამორჩება, მსოფლიოში მეორეა სმარტფონების მიწოდების მოცულობის კუთხით. იგი აწარმოებს მრავალფეროვან მოდელებს, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ სუბბრენდების, Redmi-სა და POCO-ს არსებობას. 

image.jpeg 

ინსაიდერ Digital Chat Station-მა გამოაქვეყნა სმარტფონების ჩამონათვალი, რომელთა წარდგენას Xiaomi მიმდინარე წელს აპირებს. ამ ჩამონათვალში მითითებულია სამომავლო მოწყობილობების კოდური სახელწოდებები. სია შედგება 12 დასახელებისგან. Munch, rubens, matisse და fog სავარაუდოდ Redmi K50 სერიის მოწყობილობებს აღნიშნავს. მათი გამოსვლა მოსალოდნელია თებერვალში და ესენი იქნება მოდელები Redmi K50, K50 Pro, K50 Pro Plus და K50 Gaming. 

ყველაზე დაბალბიუჯეტური Redmi K50 მოდელები იმუშავებენ Snapdragon 8 და Dimensity 8000/9000 პროცესორებზე. დანარჩენ ორ მოდელშ წარმოდგენილი იქნება Snapdragon 8 Gen 1. 

Thor და loki სავარაუდოდ აღნიშნავს პრემიალურ მოწყობილობებს, რომლებშიც აქცენტი კამერის ხარისხზე იქნება გაკეთებული. ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა 200-მეგაპიქსელიანი კამერა ჰქონდეს. 

image.jpeg 

შემდეგ მოდის კოდური დასახელებები light და thunder. ესენი სავარაუდოდ იქნება დრეკადი სმარტფონები Xiaomi Mi MIX Flip და Xiaomi Fold 2. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდ Mi-ზე უკვე უარი ითქვა. 

ჩამონათვალის ბოლოში განთავსებულია სახელწოდებები zizhan, zijin, taoyao და opal. ესენი შესაძლოა იყოს Redmi Note 12 სერიის წარმომადგენლები. მათი გამოსვლა წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მოწყობილობებიდან ერთ-ერთში შესაძლოა მოცემული იყოს საშუალო დონის პროცესორი Snapdragon 7 Gen 1. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.