Jump to content

გეიმინგ სმარტფონი Black Shark 4 Pro მძლავრი კომპონენტებით


Recommended Posts

 

image.jpeg

მოწყობილობას აქვს 6.67-დუიმიანი AMOLED დისპლეი კადრის განახლების სიხშირით 144 ჰერცი, რისი წყალობით გამოსახულება უწყვეტია დინამიურ შუთერებშიც კი. 720-ჰერციანი რეაქციის დროის შედეგად სენსორი მომენტალურად რეაგირებს შეხებაზე. ეკრანს აქვს HDR10+ სტანდარტისა და MEMC (Motion Estimation, Motion Compensation) ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს გამოტოვებული კადრების ფორმირებას და აგვარებს გამოსახულების ხარვეზებს. 

კორპუსზე მოცემულია სპეციალური მექანიკური ტრიგერები, რომლებიც სპეციალური სლაიდერების მეშვეობით გამოდის და მომხმარებელს ხელს არ უშლის სმარტფონის სტანდარტული სახით გამოყენებისას. მათი გამოყენება შესაძლებელია პირდაპირი დანიშნულებით, ასევე შესაძლებელია დაპროგრამება საჭირო ფუნქციებზე სწრაფ წვდომის მისაღებად. გეიმინგ სმარტფონის ინტერფეისების ნაკრებში შედის Wi-Fi 6, Bluetooth 5.0 და NFC მოდულები, ასევე კლასიკური 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი სადენიანი ყურსასმენისთვის. 

image.jpeg 

რვაბირთვიანი Snapdragon 888 ჩიპის სიმძლავრე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება საკმარისი კომფორტული გეიმინგისთვის. კიდევ დიდხანს არ ჩაითვლება მოძველებულად სწრაფი ოპერატიული მეხსიერება LPDDR5, გაგრილების ორკომპონენტიანი სისტემა კი მომხმარებელს საშალებას აძლევს არ იღელვოს გაჯეტის გადახურებაზე. ფლეშ-მეხსიერების სახით გამოყენებულია UFS 3.1-ისა და SSD-ის ჰიბრიდი - შედეგად უზრუნველყოფილია ყველაზე მაღალი მოხოვნილების მქონე თამაშების სწრაფი დაინსტალირება და ჩატვირთვა. 

სმარტფონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით მოწყობილობა ნულიდან 50%-მდე მხოლოდ 5 წუთში იმუხტება, 100%-ზე კი - 25 წუთში. გაჯეტს გააჩნია მძლავრი სტერეოდინამიკები და 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, დამატებითი 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი სენსორი და მაკროობიექტივი. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.