Jump to content

MicroStrategy-ს აქციების ფასი 18%-ით შემცირდა SEC-ის პრეტენზიისა და Bitcoin-ის კურსის ვადნის ფონზე


Recommended Posts

image.png 

ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ MicroStrategy-ის კოტირებები წლიურ მინიმუმამდე შემცირდა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ გამოქვეყნებული წერილისა და პირველი კრიპტოვალუტის ფასის დაცემის ფონზე. 

21 იანვარს MicroStrategy-ის ფასიანმა ქაღალდებმა (MSTR) სავაჭრო სესია 376 აშშ დოლარიან ნიშნულზე დახურა. ფასის ვარდნამ დღე-ღამის განმავლობაში 17.8% შეადგინა. 

image.png 

MSTR აქციების გრაფიკი ბირჟა Nasdaq-ზე. წყარო: TradingView. 

2021 წლის 3 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 20 იანვარს, SEC-მა შენიშვნა გააკეთა MicroStrategy-სთან მიმართებაში კვარტალური პერიოდისთვის განკუთვნილ ფორმა 10-Q-სთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დასრულდა. 

Bloomberg Tax-ის თანახმად, ზოგადად მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებ (GAAP) აშშ-ში არ აქვთ შემოთავაზებული წესებ ციფრული აქტივების ღირებულების ანგარიშგების შესახებ. ამერიკის CPA ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ იქნა კრიპტოვალუტის კლასიფიკაცია არამატერიალურ აქტივად. 

რეკომენდაციის თანახმად კომპანიამ უნდა დააკორექტიროს Bitcoin-ის ღირებულება საკუთარ ბალანსზე, როდესაც მისი ფასი იკლებს, მაგრამ არ განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები აქტივის კოტირებების გაზრდისას. 

MicroStrategy-მა ინვესტორებს აჩვენა, თუ როგორი იქნებოდა კომპანიის მოგება, თუ მას არ მოუწევდა კორექტირების გაკეთება GAAP-ის შესაბამისად - ეს იყო 18.6 მლნ აშშ დოლარი 36.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წმინდა ზარალის წინააღმდეგ. 

ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა განუცხადა SEC-ს, რომ იგი ასეთ ზომებს იყენებს ინვესტორებისთვის ფინანსების შესახებ სრული სურათის წარმოდგენის მიზნით. 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიამ გააპროტესტა კორექტირება და დაავალა კომპანიას ამოეღო იგი მომავალი დოკუმენტებიდან. 16 დეკემბრით დათარიღებულ წერილში MicroStrategy პირობა დადო, რომ მოთხოვნას შეასრულებდა. 

Bitcoin Treasuries-ის თანახმად ამჟამად კომპანია ფლობს 124,391 BTC-ს რომელთა ღირებულებაა დაახლოებით 4.45 ლრდ აშშ დოლარი, შესყიდვის ფასის მიხედვით კი დაახლოებით 3.75 მილიარდი აშშ დოლარია. 

MicroStrategy პირველი საჯარო კომპანიაა, რომელმაც საკუთარი კაპიტალის ნაწილი ციფრულ ოქროში ინვესტირება მოახდინა. 2020 წლის აგვისტოში ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა შეიძინა 21,454 BTC (~ 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები ტრანზაქციის დროს არსებული გაცვლითი კურსით). 

22 იანვარს Bitcoin-ის ფასი გარკვეულ მომენტში 34 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. 

image.png 

BTC/USDT-ის გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 

სტატიის წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა 35700 აშშ დოლარად იყიდება. CoinGecko-ს მიხედვით აქტივის კაპიტალიზაცია 678 ლრდ აშშ დოლარს შეადგენს. 

MicroStrategy-ის ხელმძღვანელი მაიკლ სეილორი პირადად ფლობს დაახლოებით 17,732 BTC-ს (დაახლოებით 635 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას ამჟამინდელი კურსით). 

მიმდინარე თვეშ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება Bitcoin-ის ყიდვისა და შენახვის სტრატეგიისადმი, მიუხედავად ისტორიული მაქსიმუმიდან მისი ფასის 40%-იანი ვარდნისა. 

Link to comment
Share on other sites

ხო სული ძვრება ყველაფერს + უკრაინაში ცუდი სიტუაციაც აფუჭებს საერთო ფონს და პანიკას ქმნის ბაზარზე, არა მარტო კრიპტოში, ფონდოვი ბირჟებიც ძალიან ცუდ დღეშია ეხლა და აქციებიც ეცემა საკმაოთ,36000$-ან დააგდეს 33000$ კურსის სხვაობაზე თამაშობენ ეხლა მარტო, გაზრდა აღარავის ადარდებს ეგეთ ვითარებაში, ეგ თამაში ორიენტირებულია კურსის სისტემატიურ დაცემაში და არა მატებაში ამ ეტაპზე ჯერ, 36000$ და 2530$ ეთერეუმზე ეგ დიდი ბულტრაპი იყო დღეს დილით, მერე კარგათ დააგდეს ისევე ჯერ 33000$ ბიტკოინი და ეთერეუმი 2165$-მდე, ეგ და კიდე სისტემატიური დაშორტვები მიმდინარეობს, ნუ ბოლო 1 თვეში 45% დაეცა უკვე ბიტკოინი ფასი, როგორც ბოლო 3 თვეშიც, რახან მანამდე მასე დაბალზე არ იყო ჩამოსული, ეგ 2021 წლის აგვისტოს დასაწყისის ფასებს უფრო გავს ეხლა, ერთადერთი მაშინ იზრდებოდა უკვე ნელ-ნელა,ეხლა კი ჯერ კიდევ ეცემა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.