Jump to content

LinkedIn: კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ვაკანსიების რიცხვი აშშ-ში 395%-ით გაიზარდა


Recommended Posts

image.png 

2021 წელს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ვაკანსიების რიცხვი აშშ-ში 395%-ით გაიზარდა. ამგვარი მონაცემები მოყავს საქმიანი კონტაქტების ძებნისა და დამყარებისთვის განკუთვნილ სოციალურ ქსელ LinkedIn-ს. 

არჩევანში მოხვდა განცხადებები, რომლებშიც ფიგურირებდა სიტყვები „bitcoin“, „Ethereum“, „blockchain“ და „cryptocurrency“. ამასთან ტექნოლოგიური სექტორის ვაკანსიები წლის განმავლობაში იყო ყველაზე მეტი - 98%. 

LinkedIn-ში შენიშნეს, რომ ვაკანსიების უმეტესობა დაკავშირებულია პროგრამულ უზრუნველყოფასა და ფინანსებზე სპეციალიზებულ კომპანიებთან, თუმცა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კანდიდატების მიმართ ინტერესი გამოხატულ იქნა სხვა სფეროებშიც. საუბარი ეხება კონსალტინგ, ბუღალტერიას, აპარატულ უზრუნველყოფასა და რეკრუტინგს. 

2021 წლის მარტში JPMorgan -მა გამოაცხადა 56 ბლოკჩეინ-ვაკანსია. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია Stablecoin JPM Coin-თან. 

სექტემბერში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s Investors Service-მა გამოაცხადა კონკურსი ანალიტიკოსის პოზიციაზე ციფრული აქტივებისა და DeFi-ის სფეროში. 1.4 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მმართველმა კომპანია Franklin Templeton-მა განათავსა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ვაკანსიები - ანალიტიკოსისა და ტრეიდერის პოზიციებზე. 

მიმდინარე წლის იანვარში ჯეკ დორსის Block-მა (ადრე არსებული Square) დაიწყო სამუშაო გუნდის დაკომპლექტება, რათა შეიმუშავონ „შემდეგი თაობის“ ASIC მაინერი და აპარატული საფულე „მომავალი 100 მილიონი Bitcoin-მომხმარებლისთვის“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.