Magdalena Posted January 18, 2022 Posted January 18, 2022 კომპანია BarclayHedge-ის მონაცემების თანახმად მთელ მსოფლიოში არსებულმა კრიპტო ფონდებმა დააფიქსირეს მკვეთრი ზრდა, რაც აიხსნება კრიპტოვალუტების ფასის მატებით, აგრეთვე ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ინტერესითა და მარეგულირებელი ორგანოების კეთილგანწყობით. 2021 წელს BarclayHedge-ის კრიპტო ტრეიდერების ინდექსი, რომელიც გათვლილია 39 ფონდის საქმიანობაზე, 138.1%-ით გაიზარდა. 2020 წლის შეჯამებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო და 173%-ს შეადგენდა - იმ პერიოდში ვითარებაზე დადებითად აისახა კრიპტოვალუტების უკიდურესად არასტაბილური კურსი, რაც პანდემიისგან იყო გამოწვეული. გასულ წელს Bitcoin-ის ფასმა 60%-ით მოიმატა და ნოემბერში რეკორდულ 69 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო დადებითი დინამიკისთვის ხელი არ შეუშლია ზოგიერთ სირთულეს: დეკემბერში ფონდებმა განიცადეს დაახლოებით 11%-იანი დანაკარგი Bitcoin-ის ფასის 19%-ით და Ethereum-ის 20%-ით ვარდნის გამო. ტრადიციული სავალუტო ფონდების დინამიკა კი ზომიერი აღმოჩნდა - BarclayHedge-ის შესაბამისი ინდექსი გასულ წელს გაიზარდა 2.2%-ით თუკი ანგარიშის ჩამბარებელი კომპანიების 60%-ს მაჩვენებლებს დავუჯერებთ. ამ შემთხვევაშიც 2020 წელი 4%-იანი ზრდის მაჩვენებლით უფრო წარმატებული იყო, რადგანც 2021 წელს ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები, კურსის არასტაბილურობა და მასთან ერთად შემცირდა ფონდების შემოსავალიც. https://tinyurl.com/42b7y98c Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.