Jump to content

არაოფიციალურად: Redmi K50 Gaming-ს ექნება ჩიპი Snapdragon 8 Gen 1 და 120-ჰერციანი დისპლეი


Recommended Posts

კომპანია Xiaomi მალე დააანონსებს Redmi K50 სერიის სმარტფონებს. მასში შევა საბაზისო მოდელი, ვერსია Redmi K50 Pro და მოდიფიკაცია Redmi K50 Gaming Edition. ბოლო მათგანის მახასიათებლები ინტერნეტ წყაროებში გამოჩნდა. Redmi K50 სერიის ოფიციალური პრეზენტაცია მომავალ თვეში უნდა შედგეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

ცნობილია, რომ მოწყობილობას ექნება Full HD+ ფორმატის 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანზე მოცემულია პატარა ჭრილი 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერისთვის.  

ძირითადი კამერისთვის გათვალისწინებულია სამკომპონენტიანი მოდული. მასში შევა 48 ან 64-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. 

მჟამად არსებული მონაცემებით სმარტფონს საფუძვლად დაედება ფლაგმანური პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. იგი შეიცავს რვა ბირთვს ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno-სა და Snapdragon X65 5G მოდემს. 

image.jpeg 

ხელმისაწვდომია კორპუსის გვერდით ნაწილზე განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და 4700 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონი აღჭურვილი იქნება მაღალეფექტური გაგრილების სისტემით და მართვის დამატებითი გეიმინგ ღილაკებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.