Magdalena Posted January 17, 2022 Share Posted January 17, 2022 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა Meta-ს სმარტ-საათების ახალი პატენტი. იგი აღმოაჩინა ინტერნეტ-რესურს LetsGoDigital-მა. დოკუმენტში წარმოდგენილია მოწყობილობის ორი დიზაინი მოსახსნელი დისპლეებით და, სავარაუდოდ, სამი ინტეგრირებული კამერით. ფოტოს წყარო: LetsGoDigital სმარტ-საათების ერთ-ერთ შემოთავაზებულ პატენტში მოცემულია სწორკუთხა დისპლეი, მეორეში - მრგვალი. ორივე მოწყობილობის კამერები, დიდი ალბათობით, რამდენიმე სენსორით იქნება წარმოდგენილი. მიიჩნევა, რომ ორივე მოდელს ექნება მაკროობიექტივი, ტელეფოტოკამერა და ფართოკუთხიანი ოპტიკის სენსორი. პატენტში მითითებულია, რომ Meta-ს სმარტ-საათები აღჭურვილი იქნება დამატებითი დისპლეით, რომელსაც ისეთივე ფორმა ექნება, როგორიც ძირითად ეკრანს. მეორე ეკრანზე მოცემული იქნება რამდენიმე კამერა სხვადასხვა ობიექტივით და იფუნქციონირებს ძირითად დისპლეისთან ერთად. ეკრანები სმარტ-საათების კორპუსზე დამაგრებული იქნება მაგნიტური სამაგრების მეშვეობით. პატენტის თანახმად მრგვალი საათების დისპლეები შესაძლოა ბრუნავდეს. ეკრანის მობრუნებით მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს, რომელი კამერა გამოიყენოს. სასურველი ობიექტივი უნდა დაყენდეს 12 საათის ნიშნულზე. შედეგად იგი გააქტიურდება და სხვა სენსორები გაითიშება. არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ Meta-ს სმარტ-საათები შეძლებენ ვირტუალური და შერეული რეალობის სისტემებთან მუშაობას. თავად კომპანიამ მიანიშნა, რომ სმარტ-საათები გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც მოწყობილობა შერეული რეალობის მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანისთვის. ამგვარი შესაძლებლობა ნახსენებია საპატენტო დოკუმენტაციაშიც. Meta-ს პირველი სმარტ-საათები აგრეთვე იმუშავებენ, როგორც ფიტნეს-ტრეკერები. მათში წარმოდგენილი იქნება გულისცემის რითმისა და სხეულის ტემპერატორის საზომი სენსორები. არაოფიციალური ინფორმაციით პირველი მოდელები მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს. აგრეთვე ცნობილია, რომ მოწყობილობის კორპუსი უჟანგავი ფოლადისგან იქნება დამზადებული. ახალი სმარტ-საათები წარმოდგენილი იქნება შავ, თეთრ და ოქროსფერ ვარიანტებად. https://tinyurl.com/44vjsccv Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.