Jump to content

Tesla-მ პიკაპ Cybertruck-ის წარმოება 2023 წლისთვის გადაიტანა კონკურენტების გამო


Recommended Posts

ცნობილი გახდა, რომ კომპანია Tesla-მ ვებ-გვერდიდან წაშალა ინფორმაცია ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის წარმოების 2022 წლის ბოლოს დაწყების შესახებ, რომელშიც შემოთავაზებული იყო ელექტრომობილის კონფიგურირების შესაძლებლობა კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებასთან დაკავშირებით. გარკვეული ცნობების თანახმად კომპანიას დამატებითი დრო დასჭირდა კონკურენტების ქმედებებზე ადეკვატური რეაგირებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

ამ თეორიას მხარს უჭერს Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის წარმოება მცირე რაოდენობით 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოდან დაიწყება. კომპანია ამ შეფერხებას გამოიყენებს ელექტრომობილის მახასიათებლებისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების კორექტირებისთვის, რადგან ცდილობს Cybertruck გახადოს უფრო მიმზიდველი კონკურენტების ფონზე. 

კონკურენტების რიცხვი კი სწრაფად იზრდება. Hummer EV-ს კომპანიონობას გაუწევენ Ford F-150 Lightning, Chevrolet Silverado, Lordstown Endurance და Rivian R1T. ორ კონკურენტ მოდელს შეუძლია მომხმარებლებს შესთავაზოს გვერდულად მობრუნების ფუნქციის მქონე უკანა საბურავები, რომელთა მევეობით შემცირდება მოტრიალების რადიუსი და დაემატება მეტი მანევრირება ცუდად სავალ გზებზე. ამერიკულ ბაზარზე შემოთავაზებული ბევრი პიკაპის რეგულარული მახასიათებელი იქნება ასევე გარე მომხმარებლების ელექტრომომარაგების შესაძლებლობა ისევე, როგორც სხვა ელექტრომობილების დამუხტვა. არ არის გამორიცხული, რომ Tesla უბრალოდ ცდილობს Cybertruck შეესაბამებოდეს აუდიტორიის ყველა აქტუალურ მოთხოვნილებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.