Jump to content

Daymak-ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ სამსაბურავიან ელექტრომობილ Spiritus-ს კრიპტოვალუტების მოპოვება შეუძლია


Recommended Posts

საავტომობილო კომპანია Daymak-მა წარადგინა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სამსაბურავიანი ელექტრომობილი. დამუხტვის პროცესში ავტომობილს კრიპტოვალუტების მოპოვება შეუძლია.  

Daymak-მა ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა ავტომობილ Spiritus-ის გამოშვება. გამოცხადდა, რომ ავტომობილს ექნებოდა საკუთარი მზის პანელები დამუხტვისთვის, რეგენერაციის სისტემა და საკუთარი უსადენო დამტენი მოწყობილობა. ივლისში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალდო ბაიოკიმ განაცხადა, რომ ახალი ავტონომიური ავტომობილი კრიპტოვალუტებს დამუხტვისას მოიპოვებდა. 

image.jpeg 

მაშ ასე, ავტომობილი საბოლოო ჯამში გამოვიდა 

ამ ავტომობილის შექმნა ოცნება იყო და მე მოხარული ვარ, რომ ბოლოსდაბოლოს შემიძლია მისი წარდგენა“ - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა. – „ძალიან ამაღელვებელია ექსპლუატაციისთვის მზა პირველი პროტოტიპის ნახვა და რადგანაც ჩვენ ვაფართოვებთ Daymak-ის გუნდს ახალ დონეზე გადასვლის მიზნით, ამჟამად კიდევ იწყობა სხვა პროტოტიპებიც“. 

შემოთავაზებული იქნება Spiritus-ის ორი ვერსია: Spiritus deluxe და Spiritus ultimate. საბაზისო ვერსიას შეუძლია 137 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება (85 მილი/სთ) და გააჩნია 290 კილომეტრამდე გავლის მარაგი (180 მილი). მასზე მოწინავე ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს 1.8 წამში და აქვს 482 კილომეტრი გავლის მარაგი (300 მილი). ორივე ვერსია აღჭურვილია სპეციალური ლითიუმ-იონური ბატარეების სისტემა IoniX Pro-თი და ხელოვნური ინტელექტით. 

Deluxe Spiritus-ის ფასი 19995 აშშ დოლარია, თუმცა მას არ გააჩნია ისეთი დინამიკა, როგორც Ultimate ვერსიას. კომპანია Daymak-მა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში აპირებს 50 ათასი სამსაბურავიანი Spiritus-ის გამოშვებას კანადის პროვინცია ონტარიოში. 

კომპანიის მიზანია ასობით სამუშაო ადგილის შექმნა და ამჟამად იგი ასრულებს საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებას 425 000 კვადრატული ფუტის ფართობზე ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. კომპანიამ განაცხადა, რომ Spiritus-ის კომერციული წარმოება 2023 წელს დაიწყებდა. არსებული ინფორმაციით Daymak-ს უკვე 25 ათასზე მეტი წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული ხსენებულ მოდელზე. 

https://tinyurl.com/2m45mntu 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.