Magdalena Posted January 13, 2022 Posted January 13, 2022 ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Motorola გამოსაშვებად ამზადებს ახალი თაობის სმარტფონს დრეკადი დისპლეით - ეს გახლავთ კლასიკური დასაკეცი ფორმ-ფაქტორის Razr 3. Motorola Razr 5G ცნობილია, რომ მოწყობილობას საფუძვლად დაედება Qualcomm-ის პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G, რომელიც საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 10 გბ/წმ-მდე სიჩქარით. გაყიდვაში გამოვა Motorola Razr 3-ის მოდიფიკაციები 6, 8 და 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 128, 256 და 512 გბ. ცნობილია ძირითადი დრეკადი დისპლეის მახასიათებლებიც: მისი ზომაა 6.7 დუიმი, გაფართოება - 2400 × 1080 პიქსელი. პანელის კადრის განახლების სიხშირე აღწევს 120 ჰერცს. აღჭურვილობაში შევა 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, აგრეთვე ძირითადი ორი კამერა 50-მეგაპიქსელიანი OV50A სენსორითა და ულტრაფართოკუთხიანი ბლოკი 13-მეგაპიქსელიანი სენსორით. აგრეთვე არსებობს ალბათობა, რომ ახალ სმარტფონში რეალიზებული იქნება ულტრაფართოზოლოვანი უსადენო (UWB) ტექნოლოგია. სმარტფონს ექნება NFC კონტროლერი და დამხმარე გარე ეკრანი. https://tinyurl.com/yc3frjdx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.