Jump to content

ილონ მასკის თქმით რობოტი Tesla Bot-ები დროთა განმავლობაში უნიკალურ პიროვნულ თვისებებს შეიძენენ


Recommended Posts

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლონ მასკმა დაადასტურა, რომ კომპანია აპირებს შექმნას ადამიანისმაგვარი რობოტის ქმედითუნარიანი პროტოტიპი მომავალი წლის ბოლომდე. თუკი ადრე აქცენტი კეთდებოდა ასეთი რობოტების მიერ რუტინული ოპერაციების შესრულებაზე, ამჯერად მასკმა განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში თითოეული რობოტი შეძლებს შეიძინოს უნიკალური პიროვნული თვისებები და გახდეს კარგი კომპანიონი თავისი მფლობელისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

მანამდე მასკმა აღნიშნა, რომ კომპანიის ის ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომლებიც მძღოლის აქტიური დამხმარე სისტემების შექმნისას გამოიყენება, შესაძლებელია ანალოგიური წარმატებით იქნას გამოყენებული ადამიანისმაგვარ რობოტ Bot-ის მართვაში. მათი სერიული წარმოება დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიწყოს Tesla-ს ტეხასში არსებულ ქარხნებში ახალი შტაბ-ბინის სიახლოვეს. კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ არ არის მზად ასეთი რობოტების მასობრივი წარმოების დაწყების თარიღის დასახელებისთვის, თუმცა "ღირსეული დონის" პროტოტიპი მომავალი წლის ბოლოს გამოა. 

„დროთა განმავლობაში რობოტი შეძლებს უნიკალური პიროვნული თვისებების შეძენას. ყველა რობოტი არ იქნება ერთნაირი. თითოეული მათგანის პიროვნება განვითარდება მფლობელთან საუკეთესო ადაპტაციისთვის, თუკი ასე შეიძლება ითქვას“ - განაცხადა მასკმა ინტერვიუში. ინტერვიუს წამყვანმა თავის მხრივ დაამატა, რომ რობოტების მსგავსი ადაპტაცია ადამიანებს მარტოსულობასთან გამკლავებაში დაეხმარება. მასკმა მომავალი რობოტები შეადარა “Star Wars“-ის ცნობილ პერსონაჟებს - C3PO და R2D2 რობოტებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.