Jump to content

Intel და Apple TSMC-ის 4-ნანომეტრიანი პროდუქტების მიღებას მომავალი წლიდან დაიწყებენ


Recommended Posts

უკვე ცნობილია, რომ Intel დაინტერესებულია კომპანია TSMC-ისგან 4-ნანომეტრიანი პროდუქტების შეძენით. TSMC-იმ მისთვის ჩინეთში საწარმოც კი უნდა ააშენოს. ამავე 4-ნანომეტრიანი პროდუქტების მიღების პრეტენდენტია Apple-იც, ასე რომ ორივე კომპანიის შესაბამისი მოთხოვნები მომავალ წელს უნდა რეალიზდეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TSMC 

გასულ კვირას DigiTimes-მა მიუძღვნა პოსტი ამ თემას, სადაც ყურადღება გაამახვილა TSMC-ის პრიორიტეტზე Apple-ისა და Intel-ის 3-ნანომეტრიანი შეკვეთები უზრუნველყოფაში. ტაივანურმა წყაროებმა განმარტეს, რომ ორივე კომპანიას ექნება დაახლოებით თანაბარი წილი TSMC-ის 3-ნანომეტრიან ლითოგრაფიაზე. 3-ნანომეტრიანი კომპონენტების მასობრივი წარმოება 2022 წლის მეოხე კვარტალში დაიწყება, მისი მასშტაბირება მოხდება ჩვეულებრივთან შედარებით ნელი ტემპით და მხოლოდ 2023 წლის მეორე ნახევარში მიაწევს პროფილური პროდუქციის ყოველთვიური მოცულობა სილიკონის 50-60 ათას ფირფიტას. როგორც TSMC-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 3-ნანომეტრიანი პროდუქციის მიწოდებისგან შემოსავლის მიღებას კომპანია 2023 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყებს. 

TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი უზრუნველყოფს ტრანზისტორების სიჩქარის ზრდას 15%-ით და მათი განლაგების სიმჭიდროვის მატებას 70%-ით 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით, ენერგოეფექტურობა კი 30%-ით გაიზრდება. ტაივანური წყაროების თანახმად ამ ეტაპზე სუპერმყარი ულტრაიისფერი გამოსხივების ლითოგრაფიის (EUV) გაფართოებული გამოყენება შეზღუდავს 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მასშტაბირებას მასობრივი წარმოების პირობებში. 

TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის მფლობელები 2024 წელს გახდებიან Qualcomm, Mediatek, Broadcom, NVIDIA და AMD. 2022 წელს მის 4-ნანომეტრიან პროდუქციას აქტიურად გამოიყენებენ Apple და Intel. ამ ტექნოლოგიის მიხედვით საცდელი წარმოება უკვე დაწყებულია. Apple მას Mac-სერიის კომპიუტერებში გამოიყენებს, Intel-ისთვის განკუთვნილი კრისტალების დანიშნულება კი ჯერ უცნობია. ისინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც დისკრეტული გრაფიკის, ისე ცენტრალური პროცესორების წარმოებაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.