Jump to content

Ryzen 6000 პროცესორებს ექნება DDR5-ისა და მძლავრი გრაფიკის მხარდაჭერა და დაანონსდება CES 2022-ზე


Recommended Posts

Rembrandt სერიის პროცესორების გამოსვლის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა არავინ ელოდა, რომ მათი ინტეგრირებული გრაფიკა ამდენად სწრაფი იქნებოდა. მიიჩნევა, რომ RDNA 2-ზე დამყარებული iGPU შეძლებს წარმადობით გვერდი აუაროს დაბალი ფასის სეგმენტის დესკტოპ ვიდეო დაფებს. მაგალიად, გავრცელდა ტესტების შედეგები, სადაც უცნობი პროცესორი Ryzen 6000 აღმოჩნდა GeForce GTX 1050 Ti-ზე სწრაფი 3DMark13 TimeSpy-ში. დაზუსტებით არ არის ცნობილი, ეს იყო მობილური პროცესორი, თუ ასეთ სიმძლავრეს დესკტოპ ჩიპების მყიდველები ჩაიგდებენ ხელში. როგორც ჩანს AMD ახალი ხაზის დაანონსებას CES 2022-ზე აპირებს. 

image.jpeg 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილება იქნება ფლაგმანურ Ryzen 9 6900HX. ეს იქნება ნამდვილი მონსტრი 16 ნაკადით და გაუმჯობესებული Zen 3+ არქიტექტურით. თანაც ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არა მხოლოდ არქიტექტურულ გაუმჯობესებაზე, არამედ 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლაზე. უცნობია, რამდენად იქონიებს ეს გავლენას წარმადობის მატებაზე, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ Ryzen 9 6900HX მოდელის მაქსიმალური სიხშირე 4.6 გჰც იქნება (Ryzen 9 5900HX-ის ანალოგიურად). თავად პროცესორი ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ლეპტოპის წარმადობაზე. 

image.png 

აღინიშნება, რომ Zen 3+ არქიტექტურას საერთო არაფერი აქვს ახალ ხაზ 3D V-Cache-თან, თუმცა ამ მიმართულებითაც აქვს AMD-ს სიახლე, რაც პოტენციურ მომხმარებლებს დააინტერესებს. წარმადობის დონის ზრდის გარდა მხარდაჭერილი იქნება DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერება. ვინაიდან მოცემულია RDNA 2 არქიტექტურაზე დაფუძნებული გრაფიკული ჩიპი, მაღალსიჩქარიან ოპერატიულ მეხსიერებასთან სიახლოვე დადებითად იმოქმედებს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობაზე. ცნობილია, რომ iGPU-ს სახელწოდება იქნება Radeon 680M და იგი შეძლებს კონკურენცია გაუწიოს საწყისი დონის დისკრეტულ გრაფიკულ დაფებს. 

image.png 

AMD ამზადებს ახალი თაობის არაერთ პროცესორს, შედარებით დაბალბიუჯეტურ ვერსიებში ინტეგრირებული გრაფიკა არ იქნება ისეთი სწრაფი, როგორც Ryzen 9 6900HX-ის შემხვევაში, თუმცა იქნება გაცილები სწრაფი - Intel-ის ანალოგებთან შედარებით. როგორც წესი, ფლაგმანური პროცესორები ხვდება ყველაზე მაღალი წარმადობის და ძვირადღირებულ სისტემებში GeForce RTX 3080 Ti-ს დონის მოწინავე ვიდეო დაფებთან ერთად, ამიტომ სწრაფი გრაფიკული ჩიპი Radeon 680M ყველა შემთხვევაში ვერ გამოიყენებს თავის პირდაპირ დანიშნულებას. როგორც აღვნიშნეთ, ანონსი მოსალოდნელია გამოფენა CES 2022-ზე, სადაც წარმოდგენილი იქნება Intel-ის უამრავი ახალი პროცესორი, NVIDIA-ს ვიდეო დაფები და AMD-ს 3D V-Cache დესკტოპ პროცესორების ხაზი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.