Jump to content

Lenovo ამზადებს გეიმინგ სმარტფონ Legion Y90-ს და პირობას დებს, რომ ის არ გადახურდება


Recommended Posts

Lenovo-ს სამომავლო გეიმინგ სმარტფონის შესახებ ცნობები გაასაჯაროვა კომპანიის პროდუქტების მენეჯერმა Lin Lin-მა. მან Weibo-ზე დაწერა, რომ მოწყობილობა Legion Y90-ის პროცესორის ტემპერატურა არ აღემატება 38.9 გრადუსს თამაში დაწყებიდან 20 წუთის შემდეგაც კი წამში 120 კადრზე მეტი სიხშირის პირობებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

38.9 გრადუსი ტემპერატურა მეტად დაბალია, როდესაც საუბარი ეხება გეიმინგ მოწყობილობის ჩიპსეტს. ფლაგმანური სმარტფონების უმეტესობა ბევრად მეტად ცხელდება თამაშისას ნაკლებ დროში ისეთ დონემდე, რომ საჭირო ხდება სიხშირისა და ეკრანის სიკაშკაშის შემცირება, რათა თავიდან აცილებულ იქნას გადახურება. როგორც ჩანს, Legion Y90-ს ამგვარი რამ არ ემუქრება. 

image.jpeg 

Y90-ს ექნება ინტეგრირებული ქულერი, რომელიც ხელს უწყობს ჩიპსეტ Snapdragon 8 Gen 1-ის გაგრილებას. თამაშების დეველოპერები, როგორც ჩანს, კარგად არიან გაცნობიერებულნი სმარტფონის გაგრილების შესაძლებლობებში. შედეგად, Honor of Kings, რომელსაც აქვს გლობალური ვერსია სახელწოდებით Arena of Valor, მოწყობილობაზე იმუშავებს წამში 120 კადრი სიხშირით. 

Lenovo Legion Y90 წარმოდგენილი იქნება გეიმინგ პლანშეტ Y700-სა და ლეპტოპ Y9000P-თან ერთად. მოსალოდნელია, რომ ამ მოწყობილობების პრეზენტაცია ვირტუალურად შედგება გამოფენა CES 2022-ზე - ფიზიკურ მონაწილეობაში კომპანიამ უარი კორონავირუსის საფრთხის გამო თქვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.