Jump to content

Samsung-მა წარადგინა SSD PCI 5.0 ინტერფეისით - სიჩქარე 13000 მბ/წმ


Recommended Posts

კომპანია Samsung-მა წარადგინა ახალი SSD ინტერფეის PCIe 5.0-ის მხარდაჭერით, აცხადებს Engadget. იგი ამტკიცებს, რომ მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილი მოწყობილობების სიჩქარე ორმაგდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ. SSD PM1743 გვევლინება, როგორც პროდუქტი კორპორატიული სერვერებისთვის და გააჩნია მონაცემთა წაკითხვის სიქარე 13000 მბ/წმ და 2500000 IOPS. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება PCIe 4.0 NVMe SSD-ის მაჩვენებელს. 

PCIe 5.0 ინტერფეისში მხარდაჭერილია 32 გ/წმ-მდე სიჩქარე - ორჯერ მეტი PCIe 4.0-თან შედარებით. სრული სარგებლის მიღებისთვის Samsung-მა თავად შექმნა კონტროლერი და Intel-თან ერთად შეამოწმა მისი შესაძლებლობები. 

მონაცემთა ჩაწერის სიჩქარე 6600 მბ/წმ-ს შეადგენს, თვითნებურ მონაცემთა ბლოკის ჩაწერა - 250000 IOPS, რაც ასევე ორჯერ აღემატება თანამედროვე SSD-ების მახასიათებლებს. ენერგოეფექტურობა 30%-ით გაიზარდა. შედეგად უნდა შემცირდეს მოქმედი სერვერებისა და მონაცემთა ცენტრების ღირებულება და ნახშირორჟანგის ემისიები. 

image.jpeg 

PCI Special Interest Group დროს არ კარგავს და უკვე წარადგინა PCI Express 6.0-ის მახასიათებლები. იგი საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მონაცემთა გადაცემის სიქარე 256 გბ/წმ-მდე 16 არხზე. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება PCIe 5.0-ს და ოთხჯერ - PCIe 4.0-ს. ამ შემთხვევაში საჭიროა მოდულაციის ამპლიტუდურ-იმპულსური ტექნოლოგია. იგი საშუალებას იძლევა მოხდეს ორჯერ მეტი მოცულობის მონაცემის გადაცემა ძალიან მაღალი სიხშირეების საჭიროების გარეშე. 

Samsung ავრცელებს PM1743 PCIe 5.0 SSD ნიმუშებს მომხმარებლებს შორის და საწარმოო წარმოების დაწყებს პირველი კვარტლისთვის გეგმავს. დისკების მოცულობაა 1.92-დან 15.36 ტერაბაიტამდე. ეს იქნება პირველი PCIe 5.0 SSD-ები ორ პორტის მხარდაჭერით. ასეთი ტექნოლოგიები გარკვეული პერიოდის შემდეგ სერვერებიდან გადადის სახლის კომპიუტერებისთვის განკუთვნილ სამომხმარებლო მოდელებზე.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.