Jump to content

სმარტ-სათვალე Ray-Ban Stories-მა მიიღო Facebook Messenger-ის მხარდაჭერა


Magdalena

Recommended Posts

Ray-Ban Stories სმარტ-სათვალემ მიიღო პროგრამული განახლება, რომელიც საშუალებას აძლევს მოწყობილობას გაგზავნოს, მიიღოს და ნახოს შეტყობინებები Facebook Messenger-ზე - ნათქვამია Meta- აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. მან განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რის შეთავაზებასაც შეძლებს მოწყობილობა მომხმარებლებისთვი მომავალში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Amanda Lopez / The Verge 

ცუკერბერგის თქმით, Ray-Ban Stories-ის მფლობელებს შეეძლებათ გამოიყენონ სათვალეში ჩაშენებული მიკროფონები, დინამიკები და ხმოვანი ასისტენტი შეტყობინებების გასაგზავნად, წასაკითხად და აუდიოზარების განსახორციელებლად Facebook Messenger-ის გამოყენებით. მან ასევე პირობა დადო, რომ 2022 წელს მოწყობილობისთვის გამოვა განახლებების სერია, რომლებიც ახალ ფუნქციებს შესძენს მას. 

Facebook Messenger-ის ინტეგრაციის დამატება სმარტ-სათვალე Ray-Ban Stories-ს ბევრად უფრო სასარგებლო მოწყობილობად აქცევს, ვიდრე გამოშვების დროს იყო. პირველ ეტაპზე სმარტ-სათვალის მფლობელს შეეძლო გადაეღო ფოტო ან ვიდეო, იგი ასევე ფუნქციონირებდა, როგორც უსადენო ყურსასმენი ხმოვანი ასისტენტით. 

Messenger-თან ინტეგრაციის გარდა სათვალე მიიღებ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უახლესი პროგრამული განახლების შედეგად. ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ დაარეგულირონ ხმის სიმძლავრე და აკონტროლონ მუსიკის დაკვრა ჩაშენებულ დინამიკებში ხმოვანი ბრძანებით, თუ რაიმე მიზეზით არ მოსწონთ სათვალეში ჩაშენებული სენსორული პანელის გამოყენება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.