Jump to content

გამოჩნდა გრაფიკული პროცესორების, Intel Arc Alchemist DG2-512EU და DG2-128EU მოდელების ფოტოები


Recommended Posts

YouTube-არხმა, სახელწოდებით Moore's Law is Dead, გამოაქვეყნა ვიდეომიმოხილვა ვიდეო დაფების სამომავლო ხაზ Intel Arc-ის შესახებ. მათ შესახებ გარკვეული ცნობები ამ დრომდეც იყო გავრცელებული, ამჯერად კი შეგვიძლია DG2 პროცესორების ფოტოებს გავეცნოთ. მათ შორისაა SOC1 (512-მდე ბლოკით) და SOC2 (128-მდე). უახლესი ინფორმაციისა და სხვა გრაფიკული პროცესორების შესახებ ცნობების არარსებობიდან გამომდინარე, ეს ორი მათგანი იქნება Intel-ის ძირითადი ჩიპები. ადრე საუბარი მიმდინარეობდა სამ პროცესორზე, მაგრამ ამჯერად DG2-384EU მოდელის შესახებ ცნობები არ არსებობს. 

image.jpeg

ფოტოებზე ხედავთ რამდენად დიდია SOC1 SOC2-თან შედარებით. სავარაუდოდ, ეს არის პროცესორების ადრეული ნიმუშები, რომლებიც მიეწოდება შერჩეულ პარტნიორებს. ამ ნიმუშებზე დაყრდნობით კომპანიები ამზადებენ დისკრეტულ გრაფიკულ დაფებს ან ლეპტოპებს. თუმცა წარმადობა შესაძლოა არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც სხვადასხვა საბოლოო ვარიანტში. 

image.jpeg

ვიდეო დაფების გამოჩენის თარიღები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ცნობილი. Intel-მა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ეს მოხდება მომავალი წლის პირველ კვარტალში. ზუსტი დრო არ არის მოხსენებული. ასევე უცნობია, იქნება ეს მობილური ვიდეო დაფები თუ პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ვერსიები. სავარაუდოდ, DG2 ჩიპების სამრეწველო წარმოება ჯერ არ დაწყებულა და წინასწარი ვერსიები პარტნიორებს იანვრამდე არ მიეწოდება. 

image.jpeg

ჯამში გამორიცხული არ არის, რომ დისკრეტული დესკტოპ ვიდეო დაფები მობილურ ვერსიებზე ადრე გამოვიდეს. Alder Lake-P პროცესორებზე აგებული მომავალი თაობის ლეპტოპები დაანონსდება იანვრის დასაწყისში გამოფენა CES-ზე. თუკი მათ შემადგენლობაში Intel-ის ვიდეო დაფები შევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი გაყიდვა მეორე კვარტალზე ადრე დაიწყოს. დისკრეტულ ვიდეო დაფებს არ გააჩნია ასეთი შეზღუდვები და მათი მიწოდება ანონსის შემდეგ შესაძლებელია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.