Jump to content

Meta-მ ფართო საზოგადოებისთვის გახსნა მეტასამყაროს პირველი ვერსია -VR-პლატფორმა Horizon Worlds


Recommended Posts

ტესტირების დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ Meta-მ წვდომა გახსნა სოციალურ VR-პლატფორმა Horizon Worlds-ზე. ხუთშაბათიდან აშშ-ის და კანადის მაცხოვრებლებს 18 წლის ზემოთ შეუძლიათ წვდომა მიიღონ VR-ჰედსეტ Quest-ისთვის განკუთვნილ აპლიკაცია Horizon Worlds-ზე უფასოდ და მოწვევის გარეშე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Meta 

Horizon Worlds არის Meta- პირველი მცდელობა - გამოუშვას რაღაც მსგავსი, რაც აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგის მეტასამყაროს ხედვას ჰგავს. პლატფორმა, რომელიც წვდომისთვის Facebook-ის ანგარიშს მოითხოვს, ვირტუალურ სივრცეში ერთდროულად 20 ადამიანთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. 

Horizon Worlds, რომლის დახურული ტესტირება 2019 წლის სექტემბერში დაიწყო, Minecraft-ის მსგავსი თამაშების შექმნის სფეროდან სოციალურ პლატფორმად გარდაიქმნა. ათასობით ბეტა-ტესტერი რეგულარულად ატარებს პლატფორმაზე კომედიურ შოუებს, კინოჩვენებებსა და მედიტაციის სეანსებს. ისინი ასევე აგებენ რთულ ობიექტებს, როგორიცაა ავტომობილ Ecto-1-ის რეპლიკა ფილმიდან Ghostbusters. ახლა Horizon Worlds, რომელიც უკვე ამაყობს ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურით, კარს უხსნის მომხმარებელთა ფართო სპექტრს. 

image.jpeg 

Horizon Worlds-ის საკვანძო ნაწილია საბაზისო კოდის დაწერის შესაძლებლობა, რომელიც აწესებს ობიექტების მუშაობის წესებს, როგორებიცაა პისტოლეტიდან გასროლა სასხლეტზე დაჭერისას ან ბურთის ახტომა რაიმე ზედაპირზე მოხვედრისას. კოდი, რომელსაც Meta სცენარის ბლოკებს უწოდებს, გრაფიკულ რედაქტორებში ფენების ანალოგიურად მუშაობს და რამდენიმე წესის გაერთიანების საშუალებას იძლევა რთული ურთიერთქმედების შექმნის მიზნით. მ დრომდე Meta სცენარის ბლოკებს ბეტა ტესტერების მოთხოვნით ქმნიდა, საბოლოოდ კი კომპანია მათგან უფასო ბიბლიოთეკის ფორმირებას გეგმავს. ამჟამად სცენარის ბლოკების კოდირება მთლიანად VR-ში ხდება, მაგრამ საბოლოოდ Meta გეგმავს დაუშვას მათი ცალკე შექმნა კომპიუტერზე. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ ამჟამად პლატფორმაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები არსებობს. მიმდინარე თვის დასაწყისში Horizon Worlds-ის ერთ-ერთმა ტესტერმა განაცხადა პლატფორმაზე სექსუალური შევიწროების შესახებ და აღნიშნა, რომ ძნელია თავის დაცვა არასასურველი ურთიერთქმედებისგან ასეთ ღია პლატფორმაზე. თუმცა, Meta აცხადებს, რომ სერვისი უზრუნველყოფს სპეციალურ ინსტრუმენტებს პლატფორმაზე შეუსაბამო ქცევის დასაბლოკად, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ შეუძლია. ამასთან, პლატფორმაზე წვდომა არასრულწლოვანთათვის ჯერ კიდევ დახურულია. 

Horizon Worlds-ის უნიკალური ასპექტია ადამიანი-გიდები, რომლებიც მიესალმებიან მომხმარებლებს სერვისის გაშვებისას და მიჰყავთ ისინი სხვადასხვა სამყაროში. Meta ამ როლს ანდობს გამოცდილ მომხმარებლებს, რომლებიც სპეციალურად არიან განსწავლული Horizon Worlds-ში ნავიგაციისთვის და სერვისზე ქცევის წესებში. 

image.jpeg 

Horizon Worlds- ამჟამად არ აქვს ფულის გამომუშავების საშუალება, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება მისი დაკავშირება Horizon Venues-თან, დამოუკიდებელ VR აპლიკაციასთან დიდი ღონისძიებებისთვის და Horizon Workrooms-თან, VR თანამშრომლობის პროგრამულ უზრუნველყოფასთან. Meta იმედოვნებს, რომ სანამ მონეტიზაცია დაემატება, მომხმარებლებს პლატფორმა მოიზიდავს მეტასამყაროს მშენებლობის შესაძლებლობის ასპექტით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.