Jump to content

უზარმაზარი მცურავი ფაუერ ბანკი: იაპონიაში ააგებენ გემებს ზღვის ქარის გენერატორებიდან ელექტროენერგიის მიწოდებისთვის


Recommended Posts

ნავთობისა და გაზის გადამზიდი ტანკერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ისინი შესაძლოა მალე შეიცვალოს უფრო უჩვეულო გემებით. იაპონურ სტარტაპ PowerX-მა შეიმუშავა Power ARK ტრიმარანი (  სატვირთო გემი; შედგება სამი კორპუსისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო გემბანი ), რომელსაც შეუძლია განახლებადი ენერგიის მიწოდება ზღვაში განლაგებული ქარის ტურბინებიდან მიწამდე, რაც ახალ შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ამ ტიპის ელექტროსადგურებს. 

image.jpeg 

წყარო: PowerX 

PowerX-ის მთავარი მიზანია სანაპირო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლის წყალობით ქარის ტურბინებიდან ენერგიის მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხდება. ამ დროისთვის ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც მოსახლეობას განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფენ, შეზღუდულია სამონტაჟო ადგილების კუთხით, რადგან ტურბინების ფუძე მიმაგრებული უნდა იყოს ზღვის ფსკერზე. 

მაგალითად, General Electric-ის მიერ შექმნილი, მსოფლიოში უძლიერესი ზღვის ქარის ტურბინა Haliade-X შესაძლებელია დამონტაჟდეს არაუმეტეს 60 მეტრ სიღრმეზე. ამის გამო დაიწყეს ახალი გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობა, როგორიცაა შოტლანდიის სანაპიროზე არსებული მცურავი ენერგოფერმა Hywind. 

PowerX ალტერნატივებზე მუშაობს. ვინაიდან იაპონიას საკმაოდ ღრმა სანაპირო წყლები აქვს, ხმელეთზე სადენების გაყვანის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. ამის ნაცვლად PowerX აპირებს ენერგიის მიწოდებას უშუალოდ წყლის მეშვეობით. 

კომპანიის მიერ აგებული „ტანკერები“ დიდი მოცულობის ბატარეებით შეივსება. პირველი მოდელი Power ARK 100 - ეს არის 100-მეტრიანი ტრიმარანი ელექტრო ძრავით და 300 კმ გავლის მარაგით, სარეზერვოდ კი ბიოდიზელი გააჩნია. დამატებითი ძრავის გამოყენება საშუალებას იძლეა დაიფაროს დიდი დისტანცია, თუნდაც კონტინენტიდან კონტინენტამდე. 

ხომალდ შეუძლია ბორტზე ატს საწარმოო კლასის 100 დიდი ბატარეა ჯამური მოცულობით 220 მეგავატი/სთ. PowerX-ის მონაცემებით ეს ენერგია საკმარისია დღე-ღამის განმავლობაში 22 ათასი იაპონური სახლის კვებისთვის. 

პირველი პროტოტიპის შესაქმნელად კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება იაპონიის უმსხვილეს გემთმშენებელ ჰოლდინგ Imabari-თან. მშენებლობა სავარაუდოდ 2025 წელს დასრულდება. ასევე ცნობილია, რომ Imabari პროექტში დაახლოებით 8.86 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. 

სამომავლო გეგმებში უფრო დიდი ვარიანტების მშენებლობა, რომელთა შორის იქნება 150-მეტრიანი Power ARK 1000 და 220-მეტრიანი Power ARK 3000. 

image.jpeg 

წყარო: PowerX 

ბატარეების წარმოებას კომპანია საკუთარი ძალებით აპირებს -  შესაბამისი ქარხანა იაპონიაშივე აშენდება. ქარხანა Project:MAX ბატარეებს გამოუშვებს საკუთარი PowerX გემებისთვის, გარდა ამისა, ანალოგიური გადაწყვეტილების გამოყენა შესაძლებელი იქნება ელექტროსტრანსპორტსა და ენერგოსაცავებში. გეგმის თანახმად ქარხნის წარმადობა 2024 წლისთვის იქნება 1 გიგავატი/სთ, 2028 წლიდან კი გამოუშვებს 5 გვტ/სთ მოცულობის ბატარეებს ყოველწლიურად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.