Jump to content

გამოკითხვა: ამერიკელების 10% საშობაო საჩუქრად კრიპტოვალუტებს აპირებს


Recommended Posts

image.png 

ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყოველი მეათე მაცხოვრებელ მზადაა საახალწლოდ ახლობლებს აჩუქოს კრიპტოვალუტები, ხოლო ყოველი მეოთხე მზად არის შეიძინოს ისინი ახალ 2022 წელს. ასეთი შედეგები მიიღეს ლენდინგ პლატფორმა BlockFi- სპეციალისტებმა. 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 18-დან 65 წლამდე ასაკის 1262-მა მოქალაქემ. 

9-25 წლის რესპონდენტებს შორის (თაობა Z) ციფრული აქტივების პოპულარობის პროცენტი პასუხებში ორჯერ მეტი იყო, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი შერჩევისთვის. 

რესპონდენტებმა უპირატესობა Bitcoin-ს, Dogecoin-სა და Ethereum-ს მიანიჭეს. მხოლოდ 2%-მა გამოთქვა ინტერესი NFT-ების მიღების მიმართ, თუმცა 15% გეგმავს მსგავსი ტოკენების შეძენას 2022 წელს. 

გამოკითხულთა მესამედმა სადღესასწაულო სუფრაზე კრიპტოვალუტების განხილვა უფრო მიზანშეწონილად მიიჩნია, ვიდრე პოლიტიკის. 

მამაკაცებს შორის მათი წილი, ვინც ციფრულ აქტივებს ამჯობინებდა, ვიდრე სასაჩუქრე ბარათებს, სამჯერ მეტი იყო ქალებთან შედარებით. 

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ რესპონდენტების მეოთხედზე ნაკლებს სრული წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, როგორ აჩუქონ კრიპტოვალუტა ტექნიკურად. 

Grayscale Investments-ის ანგარიშის მიხედვით ამერიკელი ინვესტორების 26%-მა უკვე ჩადო Bitcoin-ში ინვესტიცია, ხოლო ნახევარზე მეტი გახდა მისი მფლობელი გასული წლის განმავლობაში. 

Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით 2015 წლიდან მოყოლებული, ამერიკელი მოზარდების რიცხვი, რომლებიც იცნობენ პირველ კრიპტოვალუტას, 48%-დან 86%-მდე გაიზარდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.