Jump to content

გრაფიკულ დაფა AMD Instinct MI210-ს 64 გბ HBM2E მეხსიერება ექნება


Recommended Posts

სუპერკომპიუტერ LUMI-ზე მომუშავე ინჟინრის ინფორმაციის თანახმად AMD-მ გახმაურების გარეშე დაიწყო მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის (HPC) განკუთვნილი დაფა Instinct MI210-ის მიწოდება. ამაჩქარებლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სერვერების, ასევე სამუშაო სადგურების შემადგენლობაში და იგი კონკურენციას გაუწევს Nvidia A100-ს. თუმცა, AMD-ს ჯერ არ აქვს ოფიციალურად გამოცხადებული დაფის მახასიათებლები. 

image.png 

შეტყობინებიდან ცნობილი ხდება, რომ AMD-მ უკვე დაიწყო Instinct MI210 დაფის მიმწოდება მომხმარებლებისთვის, რომელთა შორისაა ფინეთის მეცნიერებათა IT ცენტრი CSC, სადაც იწყობა სუპერკომპიუტერი LUMI 0,55 ExaFLOPS. როგორც ჩანს, MI210 დაფა დაანონსდა რომელიმე ღონისძიებაზე, ამიტომ მისი ოფიციალური მახასიათებლები მალე გახდება ცნობილი. 

image.png 

ცნობილია, რომ Instinct MI210-ს ბევრი საერთო არაფერი აქვს Instinct MI250X-თან, რომელიც მოიცავს ორ GCD-ს. დაფას აქვს პროცესორი 104 გამომთვლელი ბლოკით, რაც 6656 ნაკადურ პროცესორს შეესაბამება, ასევე აქვს 64 გბ მოცულობის HBM2e მეხსიერება. პროდუქტის მახასიათებლების გათვალისწინებით მასში გამოყენებულია მხოლოდ ერთი GCD და, შესაბამისად, არ არის განკუთვნილი წარმადობის მაქსიმალური შესაძლებლობების მიღწევისთვის. მიუხედავად ამისა, 64 გბ მეხსიერებისა და CDNA 2 არქიტექტურის წყალობით Instinct MI210 ნამდვილად შეძლებს წარმადობისა და შესაძლებლობების შესანიშნავ კომბინაციას AMD-ის Instinct MI100 ან Nvidia A100 დაფებთან შედარებით. 

image.png 

თავის მხრივ ფლაგმანური ამაჩქარებელი Instinct MI250X 128 გბ HBM2e მეხსიერებით აღჭურვილია 14080 ნაკადური პროცესორით და გააჩნია 47,9 TFLOPS FP64 წარმადობა, წარმოდგენილია OAM ფორმ-ფაქტორით და მოიხმარს 550 ვატამდე ენერგიას. 

მ დროისთვის რთულია ითქვას, რამდენად სწრაფია AMD Instinct MI210. საინტერესო იქნება, როგორ გაუწევს კონკურენციას იგი Nvidia A100-ს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.