Jump to content

ნოემბერში ელექტრომობილების წილმა ნორვეგიაში პირველად ბაზარზე 73.8%-ს მიაღწია.


Recommended Posts

შემოდგომის დასაწყისში ელექტრომობილების წილი უკვე აღწევდა 80%-ს ნორვეგიის პირველად ბაზარზე და ამ დროს გამოჩნდა ვარაუდი, რომ ელექტრიფიკაციის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ქვეყანა 2022 წლის აპრილში შეძლებდა შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვაზე უარის თქმას. ნოემბრის სტატისტიკა დემონსტრირებს დინამიკის გარკვეულ გაუარესებას, თუმცა ელექტრომობილები მაინც იკავებს ადგილობრივი ბაზრის 73.8%-იან წილს. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მიზანში შიდაწვის ძრავზე მოქმედი ახალი ავტომობილების გაყიდვის შეწყვეტის ვადად 2025 წელია დასახელებული, თუმცა ნორვეგია ამ მიმართულებით გრაფიკს უსწრებს. ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი კომპანიები ევროპული ბაზრის ექსპანსიას სწორედ ნორვეგიიდან იწყებენ. 

რესურს Electrek-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული და ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილების საერთო წილმა ნორვეგიაში ნოემბერში 94.9% შეადგინა, შიდავის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის მოცულობამ კი შეადგინა რამდენიმე ასეული ერთეული 3288 ერთეული ჰიბრიდისა და 11274 „სუფთა“ ელექტრომობილის წინააღმდეგ. ლიდერად რჩება Tesla Model Y - გაიყიდა ასეთი 1013 ერთეული, მეორე ადგილზეა Tesla Model 3 – 771 რეალიზებული ერთეულით. მას მოსდევს გერმანულ კონცერნ Volkswagen-ის მოდელი  ID.4 - გაიყიდა 725 ერთეული. Audi Q4 e-tron გაიყიდა 661 ეგზემპლარი, ხოლო აქტუალური თაობის Nissan Leaf მას მხოლოდ ექვსი ერთეულით ჩამორჩა. 

სხვათა შორის, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მთლიან პერიოდს, მაშინ ნორვეგიის ბაზარზე ელექტრომობილებს ჯერჯერობით მხოლოდ 64.2% უჭირავს. ეს მაჩვენებელი 12 პროცენტული პუნქტით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, მაგრამ მაინც შორს არის 100%-ისგან. ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხოლო ელექტრომობილებზე გადასვლის მთავარი სტიმული ფისკალური ხასიათისაა - გადასახადები მოქალაქეებს უბიძგებს უარი თქვან შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებზე და ელექტრო ტრანსპორტზე გადავიდნენ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.