Jump to content

Nissan-მა წარადგინა მთვარემავლის პროტოტიპი ოთხი წამყვანი თვლის სისტემით


Recommended Posts

კომპანია Nissan Motor-მა წარადგინა ავტომატური როვერის პროტოტიპი მთვარის ზედაპირზე გადაადგილებისთვის. მოწყობილობა შეიქმნა იაპონიის საჰაერო კოსმოსური კვლევის სააგენტოსთან (JAXA) თანამშრომლობით. 

image.jpeg 

წყარო: Nissan 

მთვარის როვერის შექმნისას Nissan-მა გამოიყენა ელექტრომობილების, LEAF-სა და Ariya-ს შემუშავებისას მიღებული გამოცდილება. კერძოდ, საუბარი ეხება ძრავის მართვის საშუალებებსა და ოთხი წამყვანი თვლის ტექნოლოგია e-4ORCE-ს. 

image.jpeg 

აღნიშნულია, რომ მთვარის როვერმა უნდა შეძლოს კლდოვან, ფხვნილისმაგვარ, უსწორმასწორო, სხვადასხვაგვარ ზედაპირზე გადაადგილება და თანაც იყოს ენერგოეფექტური. ქვიშისმაგვარ გრუნტზე მოძრაობა რთულია, რადგან შესაძლოა საბურავებმა იტრიალოს და გაიჭედოს. სისტემა e-4ORCE სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. 

image.jpeg 

როვერის წარმოდგენილი პროტოტიპი წარმოადგენს ოთხბორბლიან მანქანას. ტექნოლოგია e-4ORCE საშუალებას იძლევა თითოეული საბურავი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმართოს. ძრავის მართვის სპეციალური სისტემა მოძრაობისას სრიალს ამცირებს და უზრუნველყოფს ეფექტურ გადაადგილებას სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე. შედეგად იზრდება მთვარემავალის გადაადგილების ხარისხი რთულად გასავლელ ტერიტორიებზე. 

image.jpeg 

„JAXA მოწოდებულია გამოიყენოს კვლევის შედეგები სამომავლო კოსმოსური კვლევისთვის. ჩვენ კომპანიებთან, უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან ვთანამშრომლობთ ისეთ პროექტებზე, რომლებსაც გააჩნიათ კომერციალიზაციისა და ინოვაციების პოტენციალი. Nissan-თან, ელექტრომობილების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიასთან ერთად კვლევის ჩატარებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ შედეგებს მთვარის როვერების უფრო ეფექტური მოდელების შემუშავებაში“ - განაცხადეს JAXA-ს კოსმოსის კვლევის ინოვაციების ცენტრში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.