სოსო Posted December 4, 2021 Posted December 4, 2021 მოკლედ Linux Mint დავაყენე რამოდენიმე კვირაა და ვდილობ რაღაცეებში გავერკვე პროგრამირების ცოდნა მაქვს 0% მაინტერესებს რას ნიშნავს Dependencies და BUILDING მჭირდება რამეში თუ უბრალოდ Software Manager-დავაინსტალო ხოლმე პროგრამები და ასე არ ვიწვალო? ამ პროგრამაზე ვკითხულობდი https://github.com/lpereira/hardinfo და just curious p.s. ვინდოუსის აქტიურ მომხმარებელბს პირადად მე Linux Mint-ს ვურჩევდი https://linuxmint.com/ და ამ ვიდეოს ყურებას მინტის დაყენების შემდეგ Quote
მათე Posted September 30, 2022 Posted September 30, 2022 ეს თემა რატომღაც გამომრჩა. Dependencies ეს არის ბიბლიოთეკები ან პროგრამები, რომელიც რომელიმე ცალკეულ პროგრამას ჭირდება ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე უბრალოდ ვერ იმუშავებს. ესეთების არსებობის შემთხვევაში package-ები ისე იკვრება, რომ ამ პროგრამის დაყენების შემთხვევაში ის მასში გაწერილ Dependencies-ებსაც აყენებს. package manager-მა კი "იცის" რომელია Dependency და რომელია პირდაპირ explicitly დაყენებული პაკეტი. ეგეთი ბრძანებაც არის რომ წაშალოს პროგრამა მისი დეფენდენსებიანად, თუ ისინი სხვა პროგრამასაც არ ჭირდება წაშლის. BUILDING ეს ნიშნავს აწყობა, შეკვრას პაკეტის. ნუ არის რომ დაკომპილირება შეგიძლია უბრალოდ პროგრამის, ან არის რომ კონკრეტულ დისტროსთვის პაკეტი შეგიძლია დაბილდო. ანუ რომ მერე ამ დისტროს package manager-მა გაიგოს როგორ უნდა დააყენოს ეს პროგრამა. ძირითადად Software Manager-დან უნდა დააინსტალიროს ყველამ მაქსიმალურად თუ რეპოზიტორებზე არის პროგრამა. თუ არადა მაშინ ან third party repo-ს უნდა ენდო ან მასე პირდაპირ source-დან დაბილდო. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.