Jump to content

ტოკენი Omicron ათჯერ გაძვირდა COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ


Recommended Posts

 

image.jpeg

! მასალა გამოქვეყნებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს საინვესტიციო რეკომენდაციას. გაომქვეყნებელი არ არის პასუხისმგებელი მკითხველის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. 

ტოკენ Omicron-ის (OMIC) ფასი 900 %-ზე მეტი გაიზარდა COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ომიკრონი უწოდა. 

DeFi-პროექტ Omicron DAO-ს მონეტა გამოშვებულია მეორე დონის პროტოკოლ Arbitrum One-ზე და იყიდება პლატფორმა SushiSwap-ზე. Twitter-ის ცნობით აქტივის გამოშვება 2 ნოემბერს შედგა. 

CoinGecko 8 ნოემბრიდან თვალყურს ადევნებს მის ფასს, ამ დროის განმავლობაში მისი მინიმალური ღირებულება იყო 48.36 $. Discord-ზე პროექტის ჩატში სულ რაღაც 800-ზე ოდნავ მეტი წევრია და Twitter-ის გამომწერთა რაოდენობა ძლივს აჭარბებს 900 ადამიანს. 

27 ნოემბერს Omicron (OMIC) იყიდებოდა დაახლოებით 65 აშშ დოლარად, ორი დღის შემდეგ კი ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს, 689.12 აშშ დოლარს მიაღწია. 

სტატიის წერის მომენტში აქტივის კურსი დაკორექტირდა 580 აშშ დოლარზე (CoinGecko). ვაჭრობის მოცულობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 676866 აშშ დოლარი შეადგინა. 

image.jpeg

წყარო: CoinGecko. 

მონეტის გაძვირება საინფორმაციო მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სტატია გამოქვეყნდა Forbes-ში, Twitter-ის პოპულარულ კრიპტო არხ Mr. Whale-ზე კი დაწერა, რომ ეს ზრდა კრიპტო ბაზარზე “bubble”-ის აშკარა მტკიცებულებაა. 

შეგახსენებთ, 26 ნოემბერს Bitcoin-ის ფასი 55 ათას აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა COVID-19-ის ახაი შტამის გამოჩენის ფონზე. 29 ნოემბერს ციფრული ოქროს კოტირებები გაიზარდა 57 ათას აშშ დოლარიან დონემდე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.