Jump to content

მაიკ ნოვოგრაცი ჯერომ პაუელის ხელახლა არჩევაში Bitcoin-ისთვის რისკს ხედავს


Recommended Posts

image.png 

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელად მეორე ვადით ჯერომ პაუელი დაასახელა, კრიპტოვალუტების ბაზარზე „დათვების“ რაოდენობამ იმატა. ამის შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა კრიპტობანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა. 

ტოპ-მენეჯერმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პაუელს არ შეუძლა აშშ-ის ეკონომიკური რეალობის გაცნობიერება. მისი აზრით, ბაზრები პესიმისტურადაა განწყობილ ბაიდენის გეგმის მიმართ - ფედერალური სარეზერვო სისტემის მიმდინარე ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივოს. 

„ინფლაცია გაძლიერდა. ვნახავთ, მოუწევს თუ არა ფედერალური რეზერვების სისტემას უფრო სწრაფი რეაგირება. ეს ვითარება სარისკო აქტივებს დაასუსტებს, შეამცირებს კრიპტოვალუტების კურსს, თუკი მოგვიწევს ფსონები იმაზე უფრო სწრაფად ავწიოთ, ვიდრე ვვარაუდობდით“ - განაცხადა Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ნოვოგრაცმა ისაუბრა რისკზე, რომ პაუელი შესაძლოა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში უფრო აგრესიულ მიდგომაზე გადავიდეს ხელახალი არჩევის შემდეგ. ამგვარი დამოკიდებულებისკენ მას უბიძგებს შესრულებულ სამუშაოებზე ნეგატიური შეფასების მიღების შიში. ბაიდენის გადაწყვეტილებამდე ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი მონეტარული სტიმულებიდან ნელი გასვლისკენ იყო მიდრეკილი. 

Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოპტიმიზმი გამოხატა კრიპტო ინდუსტრიის გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ მოკლევადიანი აღმავლობისა და ვარდნის შემდეგ. 

„გამაოგნებელია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც შემოდიან ამ სივრცეში. ერთ-ერთმა უმსხვილესმა სუვერენულმა ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება ციფრულ აქტივებში მუდმივი ინვესტიციის შესახებ. მსგავსი საუბრები მქონდა შეერთებულ შტატებში არსებულ დიდ საპენსიო ფონდებთან“, - განაცხადა ტოპ-მენეჯერმა. 

ოქტომბერში ნოვოგრაცმა ისაუბრა თავისი პროგნოზის შესახებ, რომლის თანახმად პირველი კრიპტოვალუტის ფასი ათ წელიწადში 500 ათას აშშ დოლარს მიაღწევდა და იმ დროისთვის კრიპტოვალუტების 75% გაქრებოდა. 

ადრე Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Bitcoin-უწოდა „მორიგი ინტერნეტი“, რომლის გამოტოვება არცერთ ინვესტორს არ სურს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.