Jump to content

Bitcoin-მა გადარიცხული ღირებულების მოცულობით PayPal-ს გადააჭარბა


Recommended Posts

image.jpeg 

2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ის ქსელმა დაამუშავა უფრო მეტი ტრანზაქცია აშშ დოლარში, ვიდრე PayPal-მა. ამის შესახებ საუბარია Blockdata- ანგარიშში. 

დეცენტრალიზებული ქსელის საშუალო კვარტალური ღირებულება იყო 489 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო PayPal-ის - 302 მლრდ აშშ დოლარი. 

image.jpeg 

ქსელების მიერ გადაცემული ღირებულების მოცულობების შედარება კვარტლების მიხედვით. წყარო: Blockdata. 

ორივე ქსელის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ისეთი გიგანტების საშუალო კვარტალურ მოცულობაზე, როგორებიცაა Mastercard და Visa. მათი შესაბამისი მაჩვენებლებია 1.8 ტრილიონი და 3.2 ტრილიონი აშშ დოლარი. 

„შთამბეჭდავია, რომ Bitcoin-ს, რომელსაც თორმეტწლიანი P2P ქსელი აქვს, დამუშავებული თანხების ღირებულებაში 27%-იანი სხვაობა აქვს Mastercard-თან შედარებით - კომპანიასთან, რომელიც 1966 წელს შეიქმნა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარია დეცენტრალიზებულ მოძრაობაზე“, - აცხადებენ Blockdata-ს ექსპერტები. 

სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტის ქსელის მაჩვენებელი მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე ანგარიშსწორებებს. მომხმარებლები აგზავნიან თანხებს სხვადასხვა სერვისში და იღებენ მათ უკან, ახორციელებენ ტრანზაქციებს საკუთარ საფულეებს შორის და უამრავ სხვა ოპერაციას. 

თუმცა, მათი აზრით, Bitcoin-ის ქსელი „ფუნდამენტალურად“ განსხვავდება Mastercard-ისა და Visa-სგან. ეს უფრო "დაზოგვა-დაგროვების ტექნოლოგიაა", ვიდრე "ხარჯვის" და აქვს გამოყენების უფრო მეტი ვარიანტი. 

ექსპერტები თვლიან, რომ რეალურია, თუ კრიპტოვალუტა გადარიცხული ღირებულების მოცულობით გადააჭარბებს ფინანსურ გიგანტებს მიუხედავად მნიშვნელოვანი ჩამორჩენისა. ამისათვის აუცილებელია გადაილახოს სიჩქარის უფსკრული, რომელსაც მათ „გამაოგნებელი“ უწოდეს. 

გასულ წელს Bitcoin-ის ქსელი კვარტალში საშუალოდ 25 მილიონ ტრანზაქციას ამუშავებდა. Mastercard-ის მაჩვენებელი 33 მილიარდი იყო, Visa-ს კი - 53.7 მილიარდი. 

ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ მეორე დონის გადაწყვეტილებები, მათ შორის მიკროგადახდების ქსელი Lightning Network (LN) შექმნილია ამ პრობლემის გადასაჭრელად. 

„ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკა, როგორიცაა LN ნოუდების რაოდენობა, არხების რაოდენობა და BTC მათში, ექსპონენციალურად იზრდება. თუ ასე გაგრძელდა მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შესაძლებელია, რომ Bitcoin-ის ქსელმა დაამუშავოს უფრო მეტი ტრანზაქცია, ვიდრე ზოგიერთ სხვა ფინანსური სისტემა ამუშავებს“, - აღნიშნავს Blockdata. 

შეგახსენებთ, Blockstream-ისებ სტრატეგიის დირექტორმა სამსონ მომ დაადგინა LN-ის თეორიული სიჩქარე -  40 მილიონი TPS, რაც ნიშნავს 57.6 მილიარდ ტრანზაქციას დღე-ღამეში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.