Jump to content

1000 კმ-ის გავლის მარაგის მქონე ელექტრომობილ Mercedes-Benz-ის პროტოტიპის დებიუტი იანვარში შედგება


Recommended Posts

ელექტრონიკის გამოფენა CES ტრადიციულად იმართება იანვარში, ლას-ვეგასში. მანქანათმენებელი კომპანიები ყოველთვის მონაწილეობენ მასში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გარემოება აიძულებთ ვირტუალურ ფორმატში გადასვლას. როგორც Mercedes-Benz-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, 3 იანვარს გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიდი ხნის ნანატრი კონცეპტი VISION EQXX - ეს გახლავთ ელექტრომობილის პროტოტიპი დამუხტვის გარეშე 1000 კილომეტრამდე გავლის მარაგით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: LinkedIn, Mercedes-Benz 

ამ მანქანის დიზაინის ელემენტებს Daimler პირველად არ უზიარებს საზოგადოებას, VISION EQXX-ის შექმნისას მიღებულმა ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ სერიული ელექტრომობილების სრულყოფას. კერძოდ, აეროდინამიკის კოეფიციენტი, რომელიც ახლა სერიული EQS-ის შემთხვევაში რეკორდულ 0.2-ს აღწევს, ახალ კონცეპტში კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. ფოტოზე არსებული VISION EQXX-ის ფრაგმენტი, სადაც ჩანს მისი კაპოტი, წინა ფრთები და საქარე მინა, საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ, რომ ელექტრომობილის ფორმა ხელს შეუწყობს ბატარეის ეკონომიურ გამოყენებას. 

თავად ბატარეაში მუხტის შენარჩუნების სიმკვრივე 20%-ით უნდა გაიზარდოს EQS-თან შედარებით. კომპაქტური ელექტრომობილი VISION EQXX შეძლებს დამუხტვის გარეშე 1000 კილომეტრამდე მანძილის გავლას ექსპლუატაციის რეალურ პირობებში. ენერგიის მოხმარება 100 კმ-ზე გაიზომება კვტ/სთ-ში. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ევროპულ ბაზარზე ყველაზე ეფექტური ელექტრომობილი ამ ინდიკატორის მხრივ ოფიციალურად არის Tesla Model 3-ის უკანა ამძრავიანი ვერსია, რომლის ხარჯვა 100 კილომეტრზე 14 კვტ/სთ-ს შეადგენს, Mercedes-Benz-ს ბევრი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი 10 კვტ/სთ-მდე შეამციროს. 

ცხადია, VISION EQXX არ შევა სერიულ წარმოებაში უცვლელი სახით, მაგრამ Mercedes-Benz მასზე გამოცდილი ტექნიკური გადაწყვეტილებების რეალიზაციას სხვა ელექტრომობილებში ახდენს. ათწლეულის ბოლოს ბრენდი გეგმავს უარი თქვას შიდაწვის ძრავებზე მომუშავე ახალი მანქანების წარმოებაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.