Jump to content

გამოვიდა მონიტორი MSI Optix MAG281URF – 4K დისპლეი და განახლების სიხშირე 144 ჰერცი


Recommended Posts

კომპანია MSI-მ მონიტორების ასორტიმენტი შეავსო Optix MAG281URF მოდელით, რომელიც გათვლიია გეიმინგ დონის დესკტოპ სისტემებში გამოყენებაზე. მონიტორს საფუძვლად უდევს 27.9-დუიმიანი მატრიცა Rapid IPS. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

პანელის გაფართოებაა 3840 × 2160 პიქსელი (4K ფორმატი), გვერდების შეფარდება - 16:9. რეაქციის დრო (GTG) შეადგენს 1 მილიწამს, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცს. 

მხარდაჭერილია სერტიფიკაცია VESA HDR Display 400: სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/2. ტიპური კონტრასტულობაა 1000:1, დინამიური - 100 000 000:1. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. 

image.jpeg 

მოწყობილობას გააჩნია 95%-იანი DCI-P3 და 124%-იანი sRGB ფერთა გამების მხარდაჭერა. მონიტორი თავსებადია ტექნოლოგია G-SYNC-თან, რომელიც პასუხისმგებელია გეიმინგ პროცესის დინამიურობისა და სინქრონულობის დონის ამაღლებაზე. 

აღჭურვილობაში შედის კორექტორი Display Port 1.4a, ორი HDMI 2.1, USB Type-C პორტი და USB 2.0. სადგამი რეგულირების სრულ სპექტრს უზრუნველყოფს: შესაძლებელია სიმაღლის, დახრის კუთხისა და ეკრანის ტრიალის რეგულირება, აგრეთვე ალბომის რეჟიმიდან პორტრეტის რეჟიმში გადასვლა. 

 

image.jpeg 

ფუნქცია Night Vision ხელს უწყობს გამოსახულების მუქი მონაკვეთების ხილვადობის გაუმჯობესებას. თვალებზე დატვირთვის შემცირებისთვის განკუთვნილია ტექნოლოგია Less Blue Light Premium. მონიტორის საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.