Magdalena Posted November 25, 2021 Share Posted November 25, 2021 Intel რჩება უმსხვილეს მოთამაშედ გრაფიკული ამაჩქარებლების ბაზარზე, თუმცა ფორმალურად მაინც ახორციელებს ძირითადადი ცენტრალური პროცესორების მიწოდებას ინტეგრირებული გრაფიკით. შემდეგ მოდის NVIDIA, AMD კი ხურავს პირველ სამეულს. Jon Peddie Research-მა გამოაქვეყნა უახლესი სტატისტიკა კომპიუტერის გრაფიკის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ. ფოტოს წყარო: NVIDIA ანგარიშის მონაცემები მიუთითებს, რომ მესამე კვარტალში ბაზარზე 101 მილიონი გრაფიკული პროცესორი იქნა მიწოდებული, ცენტრალურში ინტეგრირებული გრაფიკის ჩათვლით. ეს 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ 18.2%-ით ნაკლები - წინა კვარტლის მაჩვენებელზე. უშუალოდ ცენტრალური პროცესორების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში გაიზარდა 9.2%-ით, მაგრამ შემდეგ შემცირდა 23.1%-ით. Intel-ისა და AMD-ის ხელმძღვანელებმა ბოლო კვარტალურ ღონისძიებებზე უკვე აღნიშნეს, რომ უბრალოდ ვერ ხერხდება კომპიუტერების სასურველი რაოდენობით წარმოება კომპონენტების დეფიციტის გამო და, შესაბამისად, არ ყიდულობენ საჭირო რაოდენობაზე მეტ ცენტრალურ პროცესორებს. თუკი პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროდუქტების ბაზარზე ძალთა გადანაწილებას გადავხედავთ, ჯამში Intel-ის წილი 68-დან 62%-მდე შემცირდა, AMD-ის წილი გაიზარდა 2 პროცენტული ერთეულით 18%-მდე, NVIDIA-ს პოზიციები კი 5 პროცენტით გამყარდა 20%-მდე. თუ GPU-ების მიწოდების მოცულობას განვიხილავთ, Intel-ის შემთხვევაში წილი 25.6%-მდე შემცირდა, AMD-ისა - 11.4%-მდე, NVIDIA-ს შემთხვევაში კი მეორე კვარტალთან შედარებით 8%-ით გაზარდა მიწოდებული GPU-ების რაოდენობა. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში ძალების განაწილება არ შეცვლილა, NVIDIA-ს პროდუქტებს კვლავ ბაზრის 83% უკავია, ხოლო AMD-ს - 17%. ამავდროულად, მესამე კვარტალში 10.9%-ით გაიზარდა ვიდეო დაფების გაყიდვის მოცულობა. რეალურად, ამ თვალსაზრისით, NVIDIA-ს დაეხმარა უფრო მაღალი დამოკიდებულება დისკრეტულ გრაფიკაზე, რომელიც თანამედროვე პირობებში გამოიყენება არა მხოლოდ გეიმინგში, არამედ გამოთვლებისა და მაინინგის დასაჩქარებლად. Intel და AMD, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებული ლეპტოპების ბაზარზე, იძულებულნი გახდნენ შეემცირებინათ გრაფიკული პროცესორების მიწოდება შესაბამისი კომპონენტების დეფიციტის ფონზე. საერთო ჯამში Jon Peddie Research-ის სპეციალისტები ელიან, რომ 2025 წლამდე პერიოდში გრაფიკული პროცესორების მიწოდების მასშტაბები ყოველწლიურად საშუალოდ 1.1%-ით შემცირდება და დასახელებული პერიოდის ბოლოს მსოფლიოში ექსპლუატაციაში იქნება დაახლოებით 3.2 მლრდ გრაფიკული პროცესორი. იმ დროისთვის პერსონალური კომპიუტერების 31% წარმოდგენილი იქნება დისკრეტული გრაფიკით. პროგნოზის ავტორები თვლიან, რომ პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული ვითარება 2022 წლის ბოლომდე არ დარეგულირდება. https://tinyurl.com/fapsj2jn Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 27, 2021 Share Posted November 27, 2021 ეგ ჩარტი ოღონდ საერთო მაჩვენებლებითაა, ისე ნვიდია ლიდერობს 82-18% ატრივით სადღაც დისკრეტულ კარტებში ინტეგრირებული კარტების გარეშე, ინტელს როგორც ეგეთი ჯერ არა აქვს ბაზრის წილი, მაგრამ მალე დაიწყებენ ეგენიც ძლიერი ვიდეოკარტების გამოშვებას, მანდაა ძირითადათ მოყვანილი ინტეგრირებული ვიდეოკარტების ბაზრის წილი, რაც ძალზე მაღალი აქვს ინტელს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.