Jump to content

Intel-ისა და AMD-ს გრაფიკული პროცესორების კვარტალური მიწოდება შემცირდა, NVIDIA-მ კი ზრდა შეძლო


Recommended Posts

Intel რჩება უმსხვილეს მოთამაშედ გრაფიკული ამაჩქარებლების ბაზარზე, თუმცა ფორმალურად მაინც ხორციელებს ძირითადად ცენტრალურ პროცესორებ მიწოდებას ინტეგრირებული გრაფიკით. შემდეგ მოდის NVIDIA, AMD კი ხურავს პირველ სამეულს. Jon Peddie Research-მა გამოაქვეყნა უახლესი სტატისტიკა კომპიუტერის გრაფიკის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

ანგარიშის მონაცემები მიუთითებს, რომ მესამე კვარტალში ბაზარზე 101 მილიონი გრაფიკული პროცესორი იქნა მიწოდებული, ცენტრალურში ინტეგრირებული გრაფიკის ჩათვლით. ეს 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ 18.2%-ით ნაკლები - წინა კვარტლის მაჩვენებელზე. უშუალოდ ცენტრალური პროცესორების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში გაიზარდა 9.2%-ით, მაგრამ შემდეგ შემცირდა 23.1%-ით. Intel-ისა და AMD-ის ხელმძღვანელებმა ბოლო კვარტალურ ღონისძიებებზე უკვე აღნიშნეს, რომ უბრალოდ ვერ ერხდება კომპიუტერებ სასურველი რაოდენობით წარმოება კომპონენტების დეფიციტის გამო და, შესაბამისად, არ ყიდულობენ საჭირო რაოდენობაზე მეტ ცენტრალურ პროცესორებს. 

თუკი პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროდუქტების ბაზარზე ძალთა გადანაწილებას გადავხედავთ, ჯამში Intel-ის წილი 68-დან 62%-მდე შემცირდა, AMD-ის წილი გაიზარდა 2 პროცენტული ერთეულით 18%-მდე, NVIDIA-ს პოზიციები კი 5 პროცენტით გამყარდა 20%-მდე. თუ GPU-ების მიწოდების მოცულობას განვიხილავთ, Intel-ის შემთხვევაში წილი 25.6%-მდე შემცირდა, AMD-ისა - 11.4%-მდე, NVIDIA-ს შემთხვევაში კი მეორე კვარტალთან შედარებით 8%-ით გაზარდა მიწოდებული GPU-ების რაოდენობა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Jon Peddie Research 

დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში ძალების განაწილებ არ შეცვლილა, NVIDIA- პროდუქტებ კვლავ ბაზრის 83% უკავია, ხოლო AMD-ს - 17%. ამავდროულად, მესამე კვარტალში 10.9%-ით გაიზარდა ვიდეო დაფების გაყიდვის მოცულობა. რეალურად, ამ თვალსაზრისით, NVIDIA- დაეხმარა უფრო მაღალი დამოკიდებულება დისკრეტულ გრაფიკაზე, რომელიც თანამედროვე პირობებში გამოიყენება არა მხოლოდ გეიმინგში, არამედ გამოთვლებისა და მაინინგის დასაჩქარებლად. Intel და AMD, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებული ლეპტოპების ბაზარზე, იძულებულნი გახდნენ შეემცირებინათ გრაფიკული პროცესორების მიწოდება შესაბამისი კომპონენტების დეფიციტის ფონზე. 

საერთო ჯამში Jon Peddie Research-ის სპეციალისტები ელიან, რომ 2025 წლამდე პერიოდში გრაფიკული პროცესორების მიწოდების მასშტაბები ყოველწლიურად საშუალოდ 1.1%-ით შემცირდება და დასახელებული პერიოდის ბოლოს მსოფლიოში ექსპლუატაციაში იქნება დაახლოებით 3.2 მლრდ გრაფიკული პროცესორი. იმ დროისთვის პერსონალური კომპიუტერების 31% წარმოდგენილი იქნება დისკრეტული გრაფიკით. პროგნოზის ავტორები თვლიან, რომ პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული ვითარება 2022 წლის ბოლომდე არ დარეგულირდება. 

Link to comment
Share on other sites

ეგ ჩარტი ოღონდ საერთო მაჩვენებლებითაა, ისე ნვიდია ლიდერობს 82-18% ატრივით სადღაც დისკრეტულ კარტებში ინტეგრირებული კარტების გარეშე, ინტელს როგორც ეგეთი ჯერ არა აქვს ბაზრის წილი, მაგრამ მალე დაიწყებენ ეგენიც ძლიერი ვიდეოკარტების გამოშვებას, მანდაა ძირითადათ მოყვანილი ინტეგრირებული ვიდეოკარტების ბაზრის წილი, რაც ძალზე მაღალი აქვს ინტელს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.