Jump to content

სალვადორი გამოუშვებს 1 მლრდ აშშ დოლარის Bitcoin-ობლიგაციებს და ააშენებს Bitcoin-სიტის


Recommended Posts

სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ (Nayib Bukele) გააცხადა, რომ გეგმავს გამოუშვას მსოფლიოში პირველი სახელმწიფო Bitcoin-ობლიგაციები და ააშენოს Bitcoin-სიტი - შემოსავლის, ქონებისა და კაპიტალის მოგების გადასახადებისგან თავისუფალი ქალაქი. 

image.jpeg 

სალვადორი აპირებს Liquid Network-ის მეშვეობით გამოუშვას აშშ-დოლარში ნომინირებული ტოკენიზებული ათწლიანი ობლიგაციები 6.5%-ით. ეგრეთ წოდებული „ვულკანური ბონდებიდან“ თანხის ნახევარი დაკონვერტირდება Bitcoin-ში, მეორე კი გეოთერმული ენერგიის გამოყენებით მაინინგის ინფრასტრუქტურის ორგანიზებას მოხმარდება. ხუთწლიანი დაბლოკვის პერიოდის შემდეგ ხელისუფლება Bitcoin-ების გაყიდვასა და ინვესტორებისთვის დამატებითი დივიდენდების გადახდას დაიწყებს. 

ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვიდა კომპანია Blockstream-ის სტრატეგიული განვითარების საკითხების პრეზიდენტი Samson Mow, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტის ამოქმედებიდან ათი წლის შემდეგ ობლიგაციის წლიური სარგებელი 146 % იქნება Bitcoin-ის პროგნოზირებადი ზრდის გამო - კომპანიის პროგნოზით მომდევნო 5 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 1 მლნ აშშ დოლარამდე მიაღწევს. Mow-მ განმარტა, რომ დაბლოკვის პერიოდი განკუთვნილია Bitcoin-ების ბაზრიდან 500 მილიონი აშშ დოლარის გატანისთვის, რაც გაზრდის ობლიგაციების ღირებულებას. 

თვის დასაწყისში Bitcoin-მა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, მისი ფასი 68 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ მას შემდეგ შესამჩნევად დაკარგა ღირებულება. სალვადორის პრეზიდენტი ასეთ შემთხვევებში ინვესტორებს ყოველთვის ურჩევს კრიპტოვალუტის შეძენას. ოქტომბრის ბოლოსთვის ქვეყანა ფლობდა მინიმუმ 1100 ტოკენს. Samson Mow დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი სალვადორს „ლათინური ამერიკის სინგაპურად“ გარდაქმნის. პროექტში მონაწილე ინვესტორები მიიღებენ ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ასევე შეძლებენ მოქალაქეობის მიღებას დაჩქარებული პროგრამით. 

Bitcoin City აშენდება კონჩაგუას ვულკანის გვერდით, რომელიც ენერგიით უზრუნველყოფს მაინინგ ინფრასტრუქტურას, ხოლო ობლიგაციების გამოშვება დაიწყებ 2022 წელს. ახალ ქალაქში ერთადერთი გადასახადი იქნება 10%-იანი დღგ, რომელიც საჭიროა მისი მშენებლობისა და მომსახურების დაფინანსებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.