Jump to content

კონკურენტებთან გამკლავებაში ბიუჯეტურ ვიდეო დაფა Intel Arc-ს შესაძლოა ხელი შეუწყოს სწრაფმა 96-ბიტიანმა 6 გბ GDDR6 მეხსიერებამ


Recommended Posts

image.jpeg 

ინსაიდერ Moore’s Law Is Dead-მა ახალ ვიდეოში ისაუბრა სამომავლო დაბალბიუჯეტურ ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist-ზე DG2-128EU გრაფიკული პროცესორით, რომელსაც 128 გამომთვლელი ბლოკი აქვს. მიმდინარე სიტუაციაში ბაზრისთვის მოდელი მეტად საინტერესოა, დაბალბიუჯეტურ სეგმენტში ის შეიძლება გახდეს საუკეთესო არჩევანი და ამაში, ინსაიდერის თქმით, მას ხელს შეუწყობს 6 გბ მოცულობის 96-ბიტიანი GDDR6 16 გბ/წმ მეხსიერება. DG2-128EU-ს სხვა სავარაუდო დადებით მახასიათებლებს მიეკუთვნება მცირე, 75-ვატიანი ენერგომოხმარება და სარეკომენდაციო ფასი - დაახლოებით 179 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

წყარო: Moore’s Law Is Dead YouTube 

კონკურენტებს რაც შეეხება, Twitter-ინფორმატორმა @KOMACHI_ENSAKA-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზადდება AMD Radeon RX 6500 XT და RX 6400 მოდელები 4 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერებით. მეხსიერების სალტის სიგანე უცნობია, შეიძლება იყოს 64-ბიტიანი. NVIDIA GeForce RTX 30-სერიის დაბალბიუჯეტური დესკტოპ მოდელების დამზადების შესახებ ამჟამად ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, ბაზარზე არსებული GeForce GTX 1050 და 1650 კი არც ისე კარგად გამოიყურება: მათ არ აქვთ DLSS მასშტაბირების მხარდაჭერა, Intel-ს კი გააჩნია მეტად საინტერესო და იმედისმომცემი XeSS. სხვათა შორის, შესაძლებელია, რომ NVIDIA-ს ახალი სივრცითი მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც არ საჭიროებს ტენორულ ბირთვებს, წარმოდგენილი იყოს GTX მოდელების მუშაობის გაძლიერების მიზნით. 

ლეპტოპებისთვის განკუთვნილი DG2-128EU ვარიანტის მახასიათებლები შესაძლოა შემცირდეს გაიაფების, ენერგომოხმარებისა და სითბოს გამოყოფის დონის შემცირების მიზნით - ინსაიდერის აზრით მას ექნება 64-ბიტიანი 4 გბ 14 გბ/წმ ვიდეომეხსიერება. ლეპტოპების გამოსვლა მოსალოდნელია შეზღუდული რაოდენობით თებერვალში ან მარტში, შემდეგ გამოვა დესკტოპ ვიდეო დაფები. მიწოდება მეორე კვარტლის ბოლოს დარეგულირდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.