Jump to content

გამოქვეყნდა სმარტფონ Google Pixel 6A-ს რენდერები - მას შესაძლოა 3.5 მმ კონექტორი არ ჰქონდეს


Recommended Posts

ონლაინ გამოცემა 91Mobiles-მა ავტორიტეტულ ინსაიდერ სტივ ჰემერსტოფერის, იგივე @OnLeaks-ის ცნობებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა Google Pixel 6A სმარტფონის პირველი რენდერები. მოწყობილობა დამზადებულია Pixel 6 სერიის უფროსი მოდელების სტილში თუმცა, როგორც ჩანს, არ აქვს 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: 91mobiles.com 

რენდერებზე გამოსახული Pixel 6A, რომელიც დაბალბიუჯეტურ Pixel A ხაზს ეკუთვნის, რეალურად სტანდარტული Pixel 6-ის თითქმის იდენტურია. უკანა მხარეს მოცემულია იგივე წინ გამოწეული შავი ბლოკი, რომელზეც განთავსებულია ორი კამერა და ფლეშ-განათება, დისპლეიზე მოცემულია ჭრილი ფრონტალური კამერისთვის. ქვედა ნაწილში არის USB-C პორტი, დინამიკი და მიკროფონი. როგორც ჩანს, კორპუსზე არ არის თითის ანაბეჭდის სენსორი - სავარაუდოდ, იგი განთავსებულია ეკრანის ქვეშ, როგორც Pixel 6 და Pixel 6 Pro მოდელების შემთხვევაში, რომლებისთვისაც Google-მა ახლახან გამოუშვა განახლება მისი მუშაობის დაჩქარების მიზნით. 

image.jpeg 

Pixel 6A- ასევე არ აქვს ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. თუ რენდერები სწორია, ეს იქნება პირველი საშუალო დონის Pixel სმარტფონი, რომელიც მოკლებული იქნება ამ კონექტორ - Pixel 3A, 4A და 5A მოდელებს იგი ჰქონდათ შესაბამისი "სრული წონის" მოდელებისგან განსხვავებით. Pixel 6A ასევე შეიძლება იყოს უფრო კომპაქტური, ვიდრე Pixel 6 და Pixel 6 Pro: წინასწარი მონაცემებით, მისი ზომებია 152.2 × 71.8 × 8.7 მმ, ეკრანის დიაგონალი კი - 6.2 დუიმი. Pixel 6A- გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მით უმეტეს, რომ Pixel 6 და Pixel 6 Pro სულ ახლახან გამოვიდა. 

image.jpeg 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.