Jump to content

IBM-მა წარადგინა ყველაზე მძლავრი კვანტური პროცესორი 127 კუბიტით და გამოაცხადა, რომ კვანტური ჩიპები კლასიკურს რამდენიმე წელიწადში გადაუსწრებს.


Recommended Posts

IBM-მა განაცხადა, რომ შეიმუშავა ახალი კვანტური გამოთვლითი ჩიპი, რომელიც, მისი აზრით, საშუალებას მისცემს კვანტურ სისტემებს გაასწრონ კლასიკურ კომპიუტერებს ზოგიერთი დავალების შესრულებისას მომდევნო ორი წლის განმავლობაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters/Chris Helgren 

IBM-მა განაცხადა, რომ მის ახალ ჩიპ Eagle-ს აქვს 127 კუბიტი, რაც მას ყველაზე მძლავრ კვანტურ პროცესორად აქცევს მსოფლიოში. შედარებისთვის, არც ისე დიდი ხნის წინ ჩინეთში წარადგინეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პროგრამირებადი კვანტური კომპიუტერი და მას მხოლოდ 56 კუბიტი აქვს. IBM-ს ახალი ჩიპის შესახებ ჯერ ბევრი დეტალი არ გაუხმაურებია და იგი არ შეუდარებია სხვა სისტემებისთვის. 

IBM-ის თქმით, ახალი მეთოდები, რომელიც მან ისწავლა Eagle-ის შექმნისას, საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ბევრად უფრო ეფექტურ ჩიპებ შექმნას. კომპანია 2022 წელს აპირებს გამოუშვას კვანტური ჩიპები Osprey 433 კუბიტით და Condor - 1121 კუბიტით. IBM დარწმუნებულია, რომ ეს დააახლოებს მას ეგრეთ წოდებულ "კვანტურ აღმატებულებასთან" - იმ წერტილთან, როდესაც კვანტურ კომპიუტერებს შეძლებათ გადააჭარბონ ტრადიციულ სისტემებს. 

IBM-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომპანიის კვლევის ხელმძღვანელმა დარიო გილმა განაცხადა, რომ კვანტური გადაწყვეტილებების წარმატება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩაანაცვლებენ ტრადიციულ ჩიპებს. ამის ნაცვლად IBM წარმოიდგენს სამყაროს, რომელშიც კომპიუტერული აპლიკაციის ზოგიერთი ნაწილი მუშაობს ტრადიციულ, ზოგი კი - კვანტურ ჩიპებზე იმის მიხედვით, რომელი საუკეთესო იქნება შესასრულებელი ამოცანისთვის. გილი ამბობს, რომ IBM შეძლებს კვანტური აღმატებულობის დემონსტრირებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.