Jump to content

Tesla-მ დაიწყო Starlink-ის ტერმინალების დაყენება დამტენ სადგურ Supercharger-ებზე


Recommended Posts

კომპანია Tesla-მ დაიწყო ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის, Supercharge-ის აღჭურვა თანამგზავრულ ინტერნეტ SpaceX Starlink-ის ტერმინალებით. ინტერნეტის ანტენები უკვე გამოჩნდა ზოგიერთ სადგურზე ფლორიდაში. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს და SpaceX-ს ილონ მასკი აერთიანებთ, რომელმაც ეს ორივე კომპანია დააფუძნა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Blomst/pixabay.com 

მიუხედავად იმისა, რომ თავად Tesla ჯერჯერობით დუმს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტერმინალები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, დამუხტვის სტატუსის უსადენოდ შესამოწმებლად და საბანკო გადახდების განსახორციელებლად. 

სიახლის წყალობით შესაძლებელი გახდება სადგურების უფრო სწრაფი მუშაობის ორგანიზება დასახლებული ზონებიდან მოშორებულ ლოკაციებზე. გაფართოებული ფუნქციონალურობა მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია აპირებს დაამატოს სხვა ბრენდის ელექტრომობილების დამუხტვის მხარდაჭერა და გაასამმაგოს დამტენი სადგურების რაოდენობა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reddit.com 

უნდა აღინიშნოს, ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არცერთ სადგურს არ დასჭირდება ასეთი გამტარობა უმარტივესი ოპერაციების ორგანიზებისთვის - "მედიანური" კავშირის სიჩქარე Starlink-ის გამოყენებით აშშ-ში 97 მბ/წმ-ს შეადგენს. დიდი ალბათობით, კომპანია აპირებს მომხმარებელს მიაწოდოს დამატებითი სერვისები - მაგალითად, Wi-Fi-თ უზრუნველყოს სადგურის ვიზიტორები. 

როგორც წესი, ელექტრომობილის მფლობელს დამტენ სადგურზე საკმარისი დროის გატარება უწევს იმისთვის, რომ შეძლოს სატელევიზიო შოუს რამდენიმე მოკლე ეპიზოდის ყურება. ხელმისაწვდომი Wi-Fi-ს პირობებში სადგურზე დროის გაყვანა ბევრად კომფორტული გახდება დამატებით გიგაბაიტებში ფულის გადახდისა და საერთოდ სმარტფონის გამოყენების გარეშე. ამის ნცვლად ელექტრომობილების მფლობელები მანქანის მედიასისტემას გამოიყენებენ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.