Jump to content

Binance ბლოკავს მომხმარებლების ანგარიშებს შიდა შეცდომის გამო და უკან ითხოვს ათასობით დოლარს


Recommended Posts

image.png 

ბოლო წლებში  კაცობრიობამ მოახერხა ფულის გადახდისა და მიღების ციფრულ მეთოდებზე გადასვლა. ერთი მხრივ ეს არის მეტად პოზიტიური და ინოვაციური მოვლენა, რომელიც ბევრი ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური განვითარების დონის ამაღლებას მოწმობს. მაგრამ სიახლემ გამოიწვია მთელი რიგი უსიამოვნო შედეგები: თაღლითებს შეუძლიათ ფულის დისტანციურად მოპარვა, ხოლო უნაღდო გადახდის მეთოდი ამცირებს კონტროლს პირად ფინანსებზე, რის შედეგად ადამიანები ახორციელებენ ნაჩქარევ დანახარჯებს, რაც შესაძლოა სამომავლოდ ინანონ. კრიპტო ბირჟები, რომლებიც გახდნენ ნებაყოფლობითი შუამავლები ციფრული ფულის მფლობელებს შორის, დასახელებულია ციფრული ინოვაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ფაქტორად. 

ვინაიდან მსგავსი სტრუქტურებიდან უდიდესია Binance, იგი ხშირად ერევა უსიამოვნო და კონფლიქტურ სიტუაციებში. ამჟამად სწორედ ასეთი შემთხვევაა, რაც იმას მოწმობს, რომ ბირჟა თავისუფალია რაც უნდა მოიმოქმედოს და ამაზე პასუხისმგებელი მომხმარებლები იქნებიან. მაშ ასე, Binance-მა შეცდომით განახორციელა განმეორებითი გადარიცხვების მთელი სერია უცნობ ანგარიშებზე. დავუშვათ, 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის თებერვლამდე მომხმარებელმა თავისი ექაუნთიდან ბირჟაზე Dogecoin გადარიცხა ნაცნობი პიროვნების მისამართზე. და აი, Binance-მა კვლავ განახორციელა გადარიცხვის დუბლირება. კარგია, თუ მომხმარებელს ემახსოვრება ვის და რამდენი გაუგზავნა, ხოლო თუკი ესენი იყვნენ გადამცვლელები, რომლებიც დიდი ხანია გაუჩინარდნენ უცნობი მიმართულებით, მაშინ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. 

საქმე ის არის, რომ Binance-ის წარმომადგენლები თანხის დაბრუნებას მოითხოვენ მათგან, ვინც ადრე მსგავსი გადარიცხვები გააკეთა. მარტივად რომ ითქვას, თუკი 2019 წელს 1 მონეტა 0.0026 $ ღირდა, დღეს კი - 0.26 $, ანუ ასჯერ უფრო ძვირი - ის მომხმარებლები, რომელთა ხარჯზეც მოხდა ტრანზაქციების დუბლირება, მინუსში აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული წერს, 2019 წელს 30 ათას მონეტაზე მიიღო 78 აშშ დოლარი, დღეს კი ბირჟისთვის 7 ათას აშშ დოლარზე მეტის გადახდა უწევს. თანაც მას ჰქონდა ორი მსგავსი გადარიცხვა, შედეგად მისი ვალი 15 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

Binance-ზე საფულე დაბლოკილია და ასე დარჩება მანამ, სანამ მომხმარებელი არ გადაიხდის 15 ათას აშშ დოლარს. დაზარალებულის თქმით მას 12700 დოლარი წაართვეს და ტექნიკურ მხარდაჭერის სერვისთან საუბარ აზრი არ აქვს, რადგან კომპრომისის გაგონებაც კი არ სურთ. ინსაიდერები ამბობენ, რომ დაზარალებული ბევრია და ისინი იძულებულნი არიან დამოუკიდებლად ებრძოლონ Binance-ის მხრიდან არსებულ უკანონობას. სავარაუდოდ, მათ საბოლოოდ დაკარგეს წვდომა ფულზე და ვეღარასოდეს იხილავენ მას. 

უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ს არ აქვს ოფისი, ამიტომ პასუხისმგებლობა ვერავის ეკისრება. ბოლო დროს მომხმარებლებისგან სხვადასხვა მიზეზით თანხის ამოღების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა შემთხვევას თან სდევს Binance-ის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება. კომპანია დარწმუნებულია საკუთარ დაუსჯელობაში და აგრძელებს ფულის ამოღებას რიგითი მომხმარებლებისგან. სხვათა შორის, Dogecoin-ის დეველოპერები წერენ, რომ მათ Binance შესაძლო პრობლემის შესახებ გააფრთხილეს ერთ წელზე მეტი ხნის წინ, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ბირჟა თავიდან აიცილოს ასეთი სცენარი. როგორც ხედავთ, მათ არავინ მოუსმინა და შეცდომის საფასურის გადახდა რიგით მომხმარებლებს მოუწევთ.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.