Jump to content

NVIDIA-მ წარადგინა პლატფორმა Drive Hyperion 8 უსაფრთხო ავტონომიური ტრანსპორტის შექმნისთვის


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ წარადგინა პლატფორმა Hyperion 8, რომელშიც გაერთიანებულია კომპიუტერული არქიტექტურა და სენსორების ნაკრები. პლატფორმა განკუთვნილია სრულიად ავტონომიური საავტომობილო სისტემების შექმნისთვის. ტექნოლოგია შემუშავებულია მაღალი დონის ფუნქციონალური უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მასთან ერთად აგრეთვე გამოიყენება სხვადასხვა კომპანიების, მაგალითად Continental-ის, Hella-ს, Luminar-ის, Sony-სა და Valeo-ს სენსორების ფართო ნაკრები.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

Drive Hyperion 8 მოიცავს 12 კამერას, 9 რადარს, 12 ულტრაბგერით სენსორს და ერთ ლიდარს, რომელიც განთავსებული წინა პანელზე. პლატფორმაში გამოყენებულია ორი სისტემა კრისტალზე NVIDIA Drive Orin, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმადობის მაღალ დონეს, აგრეთვე საკმარის რესურსებს მე-4 დონის ავტონომიური მართვის სისტემების ფორმირებისთვის. 

Drive Hyperion 8 არის მოდულური პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ მხოლოდ მათთვის საჭირო ფუნქციები. მაგალითად, მანქანათმშენებელ კომპანიებს შეუძლიათ პლატფორმა გამოიყენონ ძირითადი გამოთვლების შესასრულებლად, ავტონომიური მართვის სისტემების შესაქმნელად, მანქანის სალონში სხვადასხვა ფუნქციის განსახორციელებლად და სხვა. Drive Hyperion 8-ის დეველოპერებისთვის განკუთვნილ კომპლექტში აგრეთვე შედის Ampere არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკმარის წარმადობას პროგრამული უზრუნველყოფის ახალი შესაძლებლობების ტესტირებისთვის. 

„NVIDIA სათავეში ჩაუდგა გამოთვლების თანამედროვე რევოლუციას და იგივე კეთდება ავტონომიური მართვის კუთხით. ჩვენი კომპანიების საერთო მახასიათებლები ის არის, რომ ჩვენი ტექნოლოგიები მსხვილი ავტომწარმოებლებისთვის ხდება დე-ფაქტო გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და ახალი დონის ავტონომიურობას. ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებით ავტომწარმოებლებს აქვთ წვდომა ავტონომიური ავტომობილების განვითარების ყველაზე მოწინავე პლატფორმაზე, ”- განაცხადა ოსტინ რასელმა, Luminar-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Drive Hyperion 8-ის შესახებ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.