Jump to content

FinCEN-მა გამოაქვეყნა განახლებული სახელმძღვანელო მითითებები გამომძალველ პროგრამებთან ბრძოლისთვის


Recommended Posts

image.png 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში არსებულა ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციების განახლებული ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს გამოძალველ ვირუსებთან ბრძოლას. 

სააგენტომ აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამების რიდან შეტევის დროს თავდამსხმელები უმეტესად ითხოვენ გადახდას კრიპტოვალუტით. დოკუმენტში გამოყენებულია ტერმინი "კონვერტირებადი ვირტუალური ვალუტა". 

FinCEN-მა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად კიბერკრიმინალები ითხოვენ გამოსასყიდს Bitcoin-ში და ანონიმურობაზე ორიენტირებულ ისეთ კრიპტოვალუტებში, როგორიცაა Monero. დეპარტამენტის ცნობით თავდამსხმელები მზად არიან შეამცირონ გამოსასყიდის თანხა, თუ მსხვერპლი გადაიხდის ასეთი ვალუტით. 

ჰაკერები ხშირად იყენებენ შერეულ სერვისებს, რათა კვალი დაფარონ და თანხებს ანაღდებენ ისეთი ბირჟების მეშვეობით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სუსტი მარეგულირებელი ზედამხედველობისა და კონტროლის მქონე იურისდიქციებში - ნათქვამია დოკუმენტში. 

ძირითადი ტენდენციებიდან FinCEN-მა გამოყო ორმაგი გამოძალვის სქემები, რომლებიც მიმართულია კომპანიის თავდაპირველ მსხვერპლზე (მაგალითად პარტნიორებზე ან მომხმარებლებზე), ასევე გამოყო მოდელი „გამოძალვა, როგორც მომსახურება“  (RaaS). 

სააგენტომ აგრეთვე ჩამოთვალა ინდიკატორები, რომელთა მიხედვით სპეციალისტებს შეუძლიათ გამომძალველ პროგრამასთან დაკავშირებული ტრანზაქციების იდენტიფიცირება. მათ შორისაა - ადრე იდენტიფიცირებულ ჰაკერებთან დაკავშირებული მისამართები, მსხვილ კრიპტო გადარიცხვები ისეთი მომხმარებლების მხრიდან, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ან აქვთ ტრანზაქციების მცირე ისტორია, მაღალი რისკის მქონე ბირჟების გამოყენება და ა.შ. 

FinCEN-მა ხაზი გაუსვა ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის კრიპტო ბირჟების მიერ გამოძალვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის იდენტიფიკაციისა და მოხსენების მნიშვნელობას. 

დრე FinCEN-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბირჟებმა და სხვა ორგანიზაციებმა გაუგზავნეს 635-ზე მეტი შეტყობინება საეჭვო ოპერაციების შესახებ, რომლებიც დამშიფვრელი ვირუსების ოპერატორების მხრიდან გამოსასყიდის მოთხოვნას უკავშირდებოდა. ეს შეტყობინებები შეიცავდა ინფორმაციას 590 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციების შესახებ.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.