Jump to content

Alphabet-მა შექმნა კომპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს ახალი წამლების ძიებისთვის


Recommended Posts

Alphabet Corporation-მა დააარსა კომპანია Isomorphic Labs, რომლის მიზანია გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი ახალი ფარმაცევტული საშუალებების აღმოსაჩენად. გავრცელებული ინფორმაციით ახალი პროექტი გამოიყენებს ლონდონში არსებულ, Alphabet-ის კუთვნილ ლაბორატორია DeepMind-ის მიღწევებს, რომლის ხელოვნური ინტელექტი დაუჯერებელი სიზუსტით ახდენს ცილების ფორმის პროგნოზირებას ალგორითმ AlphaFold2-ის მეშვეობით. 

image.jpeg 

„ჩემთვის მეტად სასიამოვნოა გაცნობოთ ახალი კომპანია Isomorphic Labs-ის შექმნის შესახებ - ეს არის ინდუსტრიული საწარმო, რომლის მისიაა გადახედოს ხელოვნური ინტელექტის მიერ მედიკამენტების აღმოჩენის მთელ პროცესს და საბოლოოდ მოახდინოს ზოგიერთი ძირითადი ცხოვრებისეული პროცესის მოდელირება და აღქმა“, - განაცხადა Isomorphic Labs-ისა და DeepMind-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დემის ჰასაბისმა. 

კომპანიის წარმომადგენელმა The Verge-ს განუცხადა, რომ Isomorphic Labs და DeepMind დარჩებიან ცალ-ცალკე კომპანიებად მიუხედავად რამდენიმე მსგავსი მეთოდის გამოყენებისა. გარდა ამისა, Isomorphic Labs-მა შეიძლება არ შეიმუშაოს საკუთარი მედიკამენტები, მაგრამ თავის მოდელებს გაყიდის ფარმაცევტულ კომპანიებთან პარტნიორობის ფარგლებში. 

image.jpeg 

ბრიტანელი ანტრეპრენერი და მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის სფეროში დემის ჰასაბისი 

Isomorphic Labs არ არის პირველი კომპანია, რომელიც ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამედიცინო აღმოჩენებში. Nvidia თანამშრომლობს AstraZeneca-სთან, Schrödinger-სა და ფლორიდის უნივერსიტეტთან, რათა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს მედიკამენტების კვლევაში. Pfizer თანამშრომლობს IBM's Watson-თან სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების შემუშავებაზე. და ბოლოს, UBC Microsoft-თან თანამშრომლობით ასევე ცდილობს გამოიყენოს  ქლაუდ-გამოთვლები ახალი წამლების შექმნაში. 

თავის ბლოგში ჰასაბისმა აღნიშნა, რომ DeepMind უკვე ათი წელია მოწინავეა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხრივ ძირითადად ისეთი თამაშების წყალობით, როგორიცაა AlphaGo - პროგრამა, რომელმაც თამაშ გო-ში მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა. ამჟამად ჰასაბისი მიიჩნევს, რომ ეს „ტექნიკა და მეთოდები გახდა საკმაოდ მძავრი და რთული იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას რეალური პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის მეცნიერული აღმოჩენებისთვის“. თუკი მისი იმედები გამართლდება, მედიკამენტების შექმნის კუთხით ახალი რევოლუციური ეპოქის მომსწრენი გავხდებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.