Jump to content

მაღაზიებმა დაიწყეს Alder Lake პროცესორების უმცროსი მოდელების მოსალოდნელი ფასების გამოქვეყნება


Recommended Posts

კანადურმა სავაჭრო ობიექტებმა დაიწყეს თავიანთ ქსელებში ჯერ კიდევ დაუანონსებელი, Intel Alder Lake პროცესორების უმცროსი მოდელების დამატება. ინტერნეტ-დეტექტივმა  momomo_us-მა ერთ-ერთ მათგანში აღმოაჩინა Core i7-12700F, Core i5-12400F და Core i5-12400 მოდელების ფასები. მითითებულ ჩიპებს არ აქვს განბლოკილი მულტიპლიკატორები, F-ვერსიებს კი ასევე არ გააჩნია ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვები. 

image.jpeg 

ერთ-ერთი რითეილერის მონაცემებით, Core i7-12700F მოდელის ფასი 445 კანადურ დოლარს შეადგენს (365 აშშ დოლარი). ამრიგად, ეს ჩიპი იქნება დაახლოებით 75 კანადური დოლარით (69 $) იაფი K-ვერსიის პროცესორთან შედარებით, რომელიც გაყიდვაში უკვე გამოვიდა. Core i5-12400F მოდელი შეფასებულია 249 კანადურ დოლარად (200 აშშ დოლარი), Core i5-12400 ვერსია კი - 287 კანადურ დოლარად, ანუ 230 აშშ დოლარად. ორივე მათგანი წინამორბედებთან შედარებით ძვირია, რომელთა ფასია 157 და 187 აშშ დოლარი, შესაბამისად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: momomo_us 

გარდა ამისა, გამოჩნდა ინფორმაცია Alder Lake თაობის Core i3 სერიის პირველი წარმომადგენლის შესახებ. მოდელი Core i3-12100F, რომელსაც აქვს ოთხი მაღალი წარმადობის P-ბირთვი 8 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, რითეილერის მიერ შეფასებულია 148 კანადურ დოლარად, რაც დაახლოებით 120 აშშ დოლარია. სავაჭრო ობიექტმა აგრეთვე მიუთითა წარმოდგენილი ჩიპების საბაზისო სიხშირეც, რაც სავსებით სარწმუნოა, რომ მაღალი წარმადობის P-ბირთვებს უკავშირდება. 

რადგანაც მე-12 თაობის Intel Core პროცესორების უმცროსი მოდელების მახასიათებლები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, ჯერჯერობით არაოფიციალურ ცნობებს თუ დავეყრდნობით. ქვემოთ წარმოდგენილია ჩიპების სავარაუდო კონფიგურაციები, აგრეთვე უმცროსი მოდელების ტაქტის სიხშირეები 3DCenter.org-ის ვერსიით. 

image.png 

ფოტოს წყარო: 3DCenter.org 

Alder Lake თაობის უმცროსი მოდელების ოფიციალური ანონსი მომდევნო წლის იანვარში შედგება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.