Jump to content

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 1.2 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული გეგმა კრიპტო ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი შესწორებების გარეშე


Recommended Posts

image.png 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა 1.2 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის გეგმის მიღებას კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების სასარგებლოდ შესწორებების გარეშე - აცხადებს CNN. 

ხმები გაიყო 228 – 2026-ის წინააღმდეგ. დოკუმენტი ხელმსაწერად გაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. 

Coin Center-ის აღმსარულებელმა დირექტორმა ჯერი ბრიტომ განმარტა, რომ კრიპტო რეგულაციები ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვარს. მისი თქმით, სენატი იმუშავებს მეორე მსხვილ კანონპროექტზე ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შესწორებას. 

ბრიტომ აღნიშნა, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და საზოგადოებას სიტუაციის გამოსწორების "რამდენიმე გზა" აქვს. მან მიუთითა „ბროკერის“ განმარტების ფართო ინტერპრეტაციაზე და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო „გადაწყვეტს, ვისთან მიმართებაში გამოიყენოს მოთხოვნები“. 

”ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამ მარეგულირებელ პროცესში,” - თქვა Coin Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

10 აგვისტოს სენატმა მხარი დაუჭირა ორპარტიულ, 1 ტრილიონ აშშ დოლარიან გეგმას გზების, ხიდების, აეროპორტების, სკოლებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისთვის. დოკუმენტი გულისხმობს კრიპტოვალუტებით განხორციელებული ოპერაციებიდან გადასახადების სახით 28 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების მოზიდვას. 

კრიპტო-საზოგადოებამ კანონპროექტი გააკრიტიკა „ბროკერის“ გაფართოებული განმარტებისთვის, რომელიც მოიცავს კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეებს. ის ავალდებულებს მაინერებს, ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დეველოპერებს, ლიკვიდობის პროვაიდერებს DeFi პროტოკოლებში და სხვა არაკასტოდიალურ მონაწილეებს - საგადასახადო ორგანოებს ანგარიშები ჩააბარონ სამომხმარებლო ტრანზაქციების შესახებ. 

რამდენიმე სენატორის, რონ უაიდენის, სინტია ლამისისა და პეტ ტუმის მიერ შემოთავაზებული იყო კრიპტოინდუსტრიის მონაწილეების გამორიცხვა ორპარტიული გეგმიდან. მათმა კოლეგა რობ პორტმანმა შეიტანა შესწორება, რომელიც საგადასახადო ანგარიშგებიდან ათავისუფლებდა მხოლოდ მაინერებს, ასევე მაინინგ-აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველებს, PoS-ვალიდატორების სტატუსი გაურკვეველი რჩებოდა. 

9 აგვისტოს დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმა და ფინანსთა სამინისტრომ მიაღწიეს კომპრომისს, მაგრამ შესაბამის ცვლილებას ერთსულოვანი მხარდაჭერა არ მიუღია - წინააღმდეგი იყო 87 წლის რიჩარდ შელბი. 

საზოგადოების შეშფოთებას ადრე იწვევდა ინფრასტრუქტურის გეგმის კიდევ ერთი შესწორებ, რომელიც ავალდებულებდა 10 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივების მიმღებებს - გადაემოწმებინათ გამგზავნის პირადი ინფორმაცია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.