Jump to content

Bitcoin თანდათან ინერგება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, როგორც გადახდის ერთ-ერთი ახალი საშუალება


Recommended Posts

თავდაპირველად ადამიანებს მხოლოდ ციფრული ფულით ვაჭრობა შეეძლოთ, მაგრამ დღესდღეობით ბევრი კომპანია ყენებს კრიპტოვალუტას, როგორც მათი პროდუქტის ან  მომსახურების გადახდის საშუალებას. არსებობს უნიკალური ონლაინ პლატფორმებიც კი, რომლებიც მომხმარებლებს ამგვარი კომპანიების პოვნას უადვილებენ. ისინი წარადგენენ ისეთი კომპანიების ჩამონათვალს და მისამართებს, რომლებიც იღებენ Bitcoin-ით გადახდებს მთელ მსოფლიოში. დღეს ბევრი ადამიანი იყენებს Bitcoin- სხვადასხვა ნივთის, მათ შორის მანქანების, სახლებისა და სურსათის შესაძენად. მოდით, გადავხედოთ ძირითად ინდუსტრიებს, რომლებშიც ყველაზე აქტიურად გამოიყენება პირველი კრიპტოვალუტა. 

image.png 

საბანკო საქმე 

ფიატური ვალუტებისგან განსხვავებით Bitcoin - ეს არის დეცენტრალიზებული ციფრული ფული, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ მარეგულირებელს ან ხელისუფლებას. ზოგიერთი ბანკი სკეპტიკურად უყურებს Bitcoin-ის ინტეგრაციას სამართლებრივი პრობლემების გამო, მაგრამ პერსპექტიულმა ინსტიტუტებმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები პირველი კრიპტოვალუტის საკუთარ სისტემებში ინტეგრაციისკენ. მაგალითად, USAA იყო ერთ-ერთი პირველი ბანკი, რომელმაც მოახდინა Bitcoin-თან ინტეგრაცია და თავის მომხმარებლებს კრიპტოვალუტით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. Simple - კიდევ ერთი ამერიკული ბანკი, რომელიც მხარს უჭერს კრიპტოვალუტებს და ურთიერთობს სხვადასხვა კრიპტო ბირჟასთან, რათა თავის მომხმარებლებს საშუალება მისცეს იყიდონ და გაყიდონ ვირტუალური ვალუტა. დეპოზიები დაზღვეულია FDIC-ის მიერ, რაც ინვესტორებს უფრო მეტ უსაფრთხოებას ანიჭებს მათი აქტივებისთვის. 

ტურიზმი და მოგზაურობა 

ადამიანები მუდმივად ეძებენ უნიკალურ მოგზაურობის გამოცდილებას და სტუმრობენ ეგზოტიკურ ადგილებს, სადაც ბანკომატებსა და ბანკებთან წვდომა რთულია. გარდა ამისა, მსოფლიოში დაახლოებით 1.7 მილიარდ ადამიანს არ აქვს საბანკო ანგარიში. თუმცა, მობილური ტელეფონების გამოყენების მასშტაბი მთელ მსოფლიოში იზრდება. აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტით გადახდები საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთი პრობლემების შემთხვევაში. ბევრი ტუროპერატორი, ასევე ავიაკომპანიები, რესტორნები და სასტუმროები ამჟამად იღებენ კრიპტოვალუტებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ დაჯავშნონ ფრენები, საცხოვრებელი და გადაიხადონ კვება Bitcoin-ით. არსებობს რამდენიმე საიმედო კრიპტო ბირჟა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან რამდენიმე წუთში. 

საცალო ვაჭრობის ბაზარი 

ონლაინ მოვაჭრეების რაოდენობა, რომლებიც იღებენ კრიპტოვალუტით გადახდებს, ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საცალო მოვაჭრეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი გადახდის სისტემებში Bitcoin-ის ინტეგრირებასთან დაკავშირებით, მომავალი კრიპტოვალუტისაა. ბევრი წამყვანი საცალო ბრენდი, მათ შორის Walmart და HomeDepot  საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადაიხადონ სხვადასხვა პროდუქტის ფასი Bitcoin-ით. სამომავლოდ საცალო მაღაზიების უმეტესობა საკუთარ შენობაში Bitcoin-ბანკომატებსაც დააყენებს იმ მომხმარებლების მოხერხებულობის უზრუნველყოფისთვის, რომლებიც მზად არიან პროდუქტისა და სერვისის საფასური Bitcoin-ით გადაიხადონ. 

კვების ინდუსტრია 

კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ასევე სწრაფად იძენენ პოპულარობას კვების მრეწველობის სხვადასხვა სფეროში. ისინი ხელს უწყობენ გამჭვირვალობას მიწოდების ჯაჭვებსა და შეუფერხებელ გადახდებში. გარდა ამისა, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას შეუძლია საკვების მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებს მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი პროდუქტების შესახებ. 

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ინტეგრაცია საკვების მწარმოებლებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ფალსიფიკაცია. სისტემის გამჭვირვალობა შეუძლია წაახალისოს სექტორი საკვების წარმოების უფრო ეთიკური და პასუხისმგებლიანი პრაქტიკის მიღებით. გამყიდველებს ასევე შეუძლიათ ტექნოლოგია გამოიყენონ უხარისხო პროდუქტების იდენტიფიცირების და თაროებიდან ამოღებისთვის. ბლოკჩეინი ასევე უზრუნველყოფს პროდუქტის პრაქტიკულად მყისიერ შემოწმებას მიწოდების მთლიან ჯაჭვში. 

ბლოკჩეინ-ტექნოლოგია კვების მრეწველობის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს გამოიმუშავონ მომხმარებელთა ნდობა, რადგან ის გამჭვირვალეა. ეს მწარმოებლებს საშუალებას მისცემს უზრუნველყონ პროდუქტის საიმედო მარკირება, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის საჭირო სტანდარტებს. წამყვან საკვებ ბრენდებს, როგორიცაა Nestle და Walmart, უკვე აქვთ ინტეგრირებული ბლოკჩეინი და საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს შეიძინონ პროდუქტები Bitcoin-ით. 

Bitcoin-სა და ბლოკჩეინს იყენებს ბევრი სხვა ინდუსტრია, მაგალიად, უძრავი ქონების სფერო, ჯანდაცვა, აზარტული თამაშები და რეკლამა. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ კრიპტო-მეგობრული კომპანიების და სერვისების რაოდენობა სტაბილურად გაიზრდება მომდევნო წლებში. ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ Bitcoin-ს, ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამრიგად, ეჭვგარეშეა, რომ კრიპტოვალუტები ვითარდება და თანდათან ცვლის სხვადასხვა ბიზნეს პროცესს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.