Jump to content

MIT-მა აამოქმედა მდინარის უპილოტო ტაქსები Roboat ამსტერდამის არხებში


Recommended Posts

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი გვსმენია უპილოტო ავტომობილებისა და თვითმფრინავების შესახებ და ძალიან ცოტა რამ  თვითნავიგაციის მქონე წყლის ტრანსპორტზე. სიტუაციის გამოსასწორებლად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT CSAIL) მეცნიერები გაერთიანდნენ Senseable City Laboratory-ისა და Amsterdam Advanced Solutions Institute-ის (AMS Institute) მკვლევარებთან, რათა შეექმნათ სრულმასშტაბიანი ავტონომიური წყლის რობოტი-ტრანსპორტი. 

image.jpeg

უპილოტო რობოტიზებული გემი Roboat III.  წყარო: MIT CSAIL 

მიმდინარე კვირაში ამსტერდამის არხებში გაეშვა ნავების მთელი ფლოტი ფუტურისტული დასახელებით - Roboat. ნავები მგზავრებს საშუალებას მისცემს იმოგზაურონ წყლის სივრცეებზე კაპიტანის ჩართულობის გარეშე - ნათქვამია პრეს-რელიზში. 

წარმოგიდგენთ Roboat III-ს: თვითნავიგაციური გემი არხებისთვის 

Roboat - ეს არის ექვსწლიანი მუშაობის შედეგი, რომლის ფარგლებში MIT-მა გატესტა თვითმართვადი ნავების რამდენიმე მოდიფიკაცია - ბოლო ვერსიას ეწოდება Roboat III. ფინალურ ვარიანტ Roboat III-ს შეუძლია 5-მდე მგზავრის ან 1500 კგ ტვირთის გადატანა, რაც მას საქონლის მიწოდების ან ნარჩენების გატანის საშუალებას აძლევს. გემი მთლიანად ელექტრო, მუშაობს აკუმულატორის ენერგიაზე 10 საათის განმავლობაში და შესაძლებელია მისი დამუხტვა უსადენოდ. 

image.jpeg

Roboat III გაშვებისთვის ემზადება. წყარო: MIT CSAIL 

როდესაც რობოტიზებული ნავი პორტს ან არხის ნაპირს მიუახლოვდება, იგი გადადის მიმაგრების რეჟიმში, რათა მარტივად მიუახლოვდეს დოკს. MIT CSAIL-ის გუნდი ამტკიცებს, რომ Roboat-ში გამოყენებული სენსორები და ტექნოლოგიები რობოტიზებულ ავტომობილებში გამოყენებულის მსგავსია. თვითმართვად ნავში LIDAR-სენსორებია გამოყენებული, აგრეთვე რამდენიმე კამერა, რომლებიც უზრუნველყოფს 360-გრადუსიან ხედვას და გაფრთხილებას გასცემს შეჯახების საფრთხის შემთხვევაში. Roboat დაპროექტებულია, როგორც სრულიად ავტონომიური გემი, თუმცა ხმელეთზე მყოფი ოპერატორი მართვის ცენტრიდან მას თვალყურს ადევნებს, რათა ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიაროს. 

„რადგან Roboat-ს შეუძლია მისიების შესრულება 24 საათის განმავლობაში უწყვეტად და ბორტზე კაპიტნის გარეშე, მას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ქალაქისთვის“, - განმარტა პროექტის წამყვანმა მეცნიერმა ფაბიო დუარტემ. "თუმცა, უსაფრთხოების მიზეზების გამო, A დონის ავტონომიის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ოპერატორი ხმელეთზე მონიტორინგს გაუწევს Roboat-ს დისტანციურად მართვის ცენტრიდან. ერთ ოპერატორს შეეძლება გააკონტროლოს Roboat-ის დაახლოებით 50 ერთეული, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას." 

ვიდეო ნახეთ ბმულზე: https://tinyurl.com/vft4xmjt 

მსტერდამი - იდეალური პოლიგონი ხელოვნური ინტელექტის მქონე გემების გამოცდისთვის  

Roboat-ში სივრცე მაქსიმალურადაა გამოყენებული დასაჯდომი ადგილებისთვის: ორი სკამი განლაგებულია ერთმანეთის პირისპირ, რადგანაც საჭირო არ არის ადგილი შტურვალის ან სალარო აპარატისთვის. როგორც ფოტო-ვიდეოებიდან ჩანს, Roboat-ისთვის ავტორებმა ფუტურისტული ნაცისფერი შეფერილობა აირჩიეს. ინსტიტუტ AMS-ის ინოვაციების დირექტორ სტეფან ვან დიიკის განცხადებით, „ამსტერდამის ისტორიული ცენტრი მთელი მისი არხების ქსელით იდეალური ადგილია ისეთი თანამედროვე პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა მობილობა და ლოჯისტიკა“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.