Jump to content

FDIC-ის ხელმძღვანელი: ამერიკელი მარეგულირებლები ქმნიან ბანკების კრიპტოვალუტებთან მუშაობის პირობებს


Recommended Posts

image.png 

დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) თავმჯდომარე ელენ მაკუილიამსმა კონფერენცია Money 20/20-ზე განაცხადა, რომ ამერიკელი მარეგულირებლები ორიენტირებულნი არიან შექმნან მკაფიო სახელმძღვანელო პირობები“, რომლებიც დაარეგულირებენ ბანკების ურთიერთქმედებას კრიპტოინდუსტრიასთან. 

მაკუილიამსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა უზრუნველყოს მკაფიო წესები, რომლებიც „ინოვაციებს განვითარების საშუალებას მისცემს რისკების შემცირების ფონზე“.  

”თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რისკავ ინოვაციების ჩახშობას და ამერიკისთვი ლიდერობის  ჩამორთმევას იმ ტექნოლოგიების განვითარებაში, რომლებიც სამყაროს ცვლის”, - განაცხადა მან. 

FDIC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს მისი დეპარტამენტი, ფედერალური სარეზერვო სისტემა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ფულადი მიმოქცევის კონტროლის სამმართველო. 

„ორგანიზაციები კოორდინაციას უწევენ ქმედებებს იმის გადაწყვეტით, თუ როგორ და რა ვითარებაში შეუძლიათ ბანკებს მონაწილეობა მიიღონ კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობაში“. 

მისი თქმით, უახლოეს თვეებში მარეგულირებლები წარადგენენ შესაბამისი პროგრამების შესახებ განცხადებებს. 

სიტყვით გამოსვლისას მაკუილიამსმა აქცენტი გააკეთა Stablecoin-ებზე. მან გამოხატა რწმენა, რომ ეს სეგმენტი უნდა გახდეს „სამთავრობო ზედამხედველობის მიერ საგულდაგულოდ განხილული“ ობიექტი. კერძოდ, მარეგულირებლებმა თვალყური უნდა ადევნო Stablecoin-ების საბაზისო აქტივებით უზრუნველყოფას, ემიტენტების ოპერაციულ მდგრადობას და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას. 

Reuters-თან გაკეთებულ კომენტარებში FDIC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მარეგულირებლების მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში მოცემული იქნება წესები, რომლებიც მოახდენენ კრიპტოვალუტების შენახვის რეგლამენტირებას სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფისთვის, სესხებისთვის მისი გირაოს სახით გამოყენებისა და ტრადიციულ აქტივებთან ერთად ბალანსის დამატებისთვისაც კი. 

დრე მაკუილიამსმა განაცხადა, რომ აშშ-ში სულ უფრო მეტი საკრედიტო ორგანიზაცია მუშაობს ციფრულ აქტივებთან. 

ზოგიერთი ცნობით, FDIC იკვლევს დეპოზიტების პირდაპირი დაზღვევის საკითხს Stablecoin-ების ემიტენტ ბანკებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.