Jump to content

ჩინეთი ორ Exaflops სუპერკომპიუტერს ფლობს - მსგავსი სისტემა არავის აქვს, აშშ-საც კი


Recommended Posts

როგორც ჩანს მოხდა ის, რისიც ბევრს ეშინოდა. გამომცემლობა The Next Platform-მა სანდო წყაროსგან მიიღო პირველი მტკიცებულება, რომ ჩინეთმა წარმატებით გადალახა ექსაფლოპსის ბარიერი. თანაც ეს მოხდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე: შექმნეს ორი დამოუკიდებელი სუპერკომპიუტერი საკუთარი წარმოების ჩიპებით, ხოლო TOP500-ზე შედეგები არ გამოაქვეყნეს. 

თუკი მორიგი მტკიცებულებები გამოჩნდება, რაც ნოემბრის შუა პერიოდშია მოსალოდნელი, ეს იქნება აშშ-ის წაგების მანიშნებელი HPC-შეჯიბრში, რადგანაც ამერიკულ სისტემა Frontier-ის (რომელსაც მსოფლიოში პირველ ექსაფლოპს-სისტემად მოიზარებდნენ) ექსპლუატაციაში შესვლა მხოლოდ მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ მისი მაქსიმალური წარმადობა 1.5 Eflops იქნება, სტაბილური წარმადობა კი - 1.3 Eflops. 

image.jpeg 

ექსაფლოპს-სისტემის შექმნის გეგმის შესახებ ჩინეთმა ოფიციალურად 2019 წელს განაცხადა. იმ დროს დაანონსდა ერთდროულად სამი პროექტი: თავდაცვის ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტს (National University of Defense Technology, NUDT) უნდა განევითარებინა Sunway სისტემები, პარალელური გამოთვლითი ტექნიკის კვლევით ცენტრ (National Research Center of Parallel Computer, NRCPC) პასუხისმგებელი იყო პლატფორმა Tianhe-ს შემუშავების დასრულებაზე, Sugon კი გეგმავდა Hygon პროცესორებისა (პირველი თაობის AMD EPYC ჩიპების კლონი) და საკუთარი წარმოების ამაჩქარებლების გამოყენებას, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია.  

image.jpeg 

ზემოხსენებული ორი სუპერკომპიუტერის ზუსტი კონფიგურაციები უცნობია, რადგან ამჯერად ჩინეთმა გადაწყვიტა მიღწეული შედეგებით არ ეამაყა. თუმცა გარკვეული ცნობები მაინც არსებობს: TaihuLight-ის მემკვიდრეს, კოდური დასახელების მქონე Oceanlite-ს, რომელიც ჩიპ Sunway-ს პირველ თაობაზეა (ShenWei) დამყარებული, აქვს მინიმუმ 42 მილიონი ბირთვი და მაქსიმალური წარმადობა - 1.3 Eflops HPL-ში. სტაბილური წარმადობა შეადგენს 1.05 Eflops-ს, FP16-გამოთვლებში კი - 4.4 Eflops-ს. ითვლება, რომ Oceanlite-ის ჩიპებს ShenWei 26010-თან შედარებით ორჯერ მეტი გამომთვლელი ბლოკი აქვთ ერთეულ ფართობზე და თავად ჩიპების რაოდენობაც ორჯერაა გაზრილი. ამასთან, სუპერკომპიუტერის ენერგომოხმარება 35 მეგავატს შეადგენს. 

image.jpeg 

პროტოტიპი Tianhe-3. ფოტო: Xinhua 

მეორე სისტემას, სახელწოდებით Tiahne-3, ასევე აქვს მაქსიმალური წარმადობა 1.3 Eflops, მაგრამ არ არსებობს მონაცემები ენერგიის მოხმარების შესახებ. მისი ჩიპების შესახებ კი გაცილებით მეტია ცნობილი - მათ შემუშავებაზე პასუხისმგებელია Phytium, რომლის ზრდას ერთ დროს ხელი შეუწყო ჩინური სუპერკომპიუტერებისთვის Intel Xeon-ის მიწოდების აკრძალვამ. კომპანიას გააჩნია საკუთარი 7-ნანომეტრიანი Arm პროცესორები (FeiTeng ) და Matrix სერიის ამაჩქარებლები (DSP). როგორც ჩანს, კომპანიამ მოასწრო ჩიპების საჭირო მოცულობის მიღება, სანამ TSMC შეწყვეტდა მათ მიწოდებას აშშ- ზეწოლის გამო. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.