Jump to content

Sony-მ წარადგინა Xperia Pro-I - პირველი სმარტფონი 1-დუიმიანი კამერის სენსორით


Recommended Posts

image.png 

კომპანია Sony-მ წარადგინა სმარტფონი Xperia Pro-I, რომელმაც მსოფლიოში პირველმა მიიღო კამერის ერთდუიმიანი სენსორი. Xperia Pro-I აგებულია Sony-ს 2021 წლის ფლაგმანურ სმარტფონ Xperia 1 III-ზე.  

თუმცა ძირითადი კამერა არ ჰგავს იმ ყველაფერს, რაც Sony-ს სმარტფონებში ოდესმე გამოუყენებია. 

Xperia Pro-I-ს კამერას სფუძვლად უდევს მასიური 1-დუიმიანი სენსორი Exmor RS გაფართოებით 20.1 მპ, რომელშიც თავის კლასში საუკეთესო კომპაქტური ავტონომიური კამერა RX100 VII-ა გამოყენებული. მას აქვს უზარმაზარი, 2.4 მიკრონის ზომის პიქსელები, რაც მეტი სინათლის დაჭერის შესაძლებლობას ანიჭებს. კამერას აგრეთვე შეუძლია გადაიღოს 12-ბიტიანი RAW ფაილები და 4K ვიდეო წამში 120 კადრი სიჩქარით. მის ავტოფოკუსს ობიექტების აღმოჩენის 315 წერტილი აქვს, რომლებიც ფარავენ კადრის 90 პროცენტს, რაც სუპერმკაფიო გამოსახულების ფორმირებას უზრუნველყოფს. 

მ ყველაფერს გამოსახულების დამუშავებისთვის იმაზე მეტი სიმძლავრე ჭირდება, რისი უზრუნველყოფაც Snapdragon 888 ჩიპს შეუძლია. ამიტომ კომპანიამ გამოსახულების დამუშავებისთვის გამოიყენა ერთ-ერთი საკუთარი პროცესორი BIONZ X. შედეგად შესაძლებელია ფოტოს გადაღება სიჩქარით 20 კადრი წამში აქტივირებული ავტოფოკუსითა და ვტოექსპოზიციით. ამას გარდა, კამერას აქვს 24-მილიმეტრიანი ობიექტივი რეგულირებადი f/2.0 და f/4.0 დიაფრაგმით. სმარტფონის დანარჩენი კამერები წარმოდგენილია სუპერფართოკუთხიანი სენსორითა და ტელეობიექტივით. 

ტექნიკური მახასიათებლების კუთხით სხვა დანარჩენი დეტალები Xperia Pro-I-ში ისეთივეა, როგორც Xperia 1 III მოდელში. Sony Xperia Pro-1 არ იქნება იაფი - მისი ფასი 1800 აშშ დოლარია, თუმცა ხარისხიანი ფოტოების მოყვარულთათვის სმარტფონი შესანიშნავი არჩევანი იქნება. წინასწარი შეკვეთები მიმდინარე თვის ბოლოს იწყება, გაყიდვაში კი სმარტფონი დეკემბრის ბოლოს გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.