Jump to content

ჩინეთი საბოლოოდ ახდენს მაინინგის ლიკვიდაციას და შეაქვს წარმოების შავ სიაში


Recommended Posts

image.jpeg 

ჩინეთში კრიპტოვალუტების აკრძალვის თემას ბევრი საინფორმაციო მასალა მიეძღვნა, ამ საკითხმა ინტერესი გამოიწვია ყველასთვის, ვისაც რაიმე სახის კავშირი გააჩნია მასთან. ამჯერად კი შესაძლებელია ხსენებულ საკითხს ფინალური წერტილი დაესვას. გასულ კვირას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო Bitcoin-ისა და ყველა სხვა ციფრული აქტივის მოპოვება საწარმოო საქმიანობის შავ სიაში შეიტანოს. კანონპროექტის განხილვა 21 ნოემბრამდე გასტანს, თუმცა მის მიღებაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე მაინინგი დაექვემდებარება სრულ და საბოლოო ლიკვიდაციას. ჩინეთის ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, ყველა საფუძველი არსებობს იმის სარწმუნოდ, რომ ძნელად თუ გაბედავს ვინმე მათ დაუმორჩილებლობას, ყველაზე ღრმად დაფარული იატაკქვეშა სამრეწველო აინერებიც კი აუცილებლად გააჩერებენ ფერმებს. 

თუკი გავიხსენებთ, რომ ადრე ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა აკრძალა კრიპტოვალუტებით ყველანაირი ოპერაციის განხორციელება, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტას საბოლოოდ ემშვიდობება. კრიპტოვალუტების შესახებ განხილვებს რაც შეეხება, სხვადასხვა წყარო უკვე ავრცელებს ცნობებს, რომ ჩინურ ვებ-გვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და რეკლამებში ასევე დაექვემდებარება აკრძალვას კრიპტოვალუტების თემის ხსენება. ცხადია, ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ კრიპტოვალუტა უნდა გაქრეს არა მხოლოდ ჩინეთის მიწიდან, არამედ ყველა მოქალაქის გონებიდანაც. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტერიტორიიდან კრიპტოვალუტის განდევნის მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა, რაც ხაზს უსვამს ხელისუფლების მიზანმიმართულობას ამ საკითხში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო ჰეშრეითის მიხედვით: მიაღწია პიკს, მსოფლიო მასშტაბის 65%-ს. რაც შეეხება კრიპტო მაინერებს, ქვეყნის ხრიდან მიღებული ზეწოლის გამო ისინი გადავიდნენ ძირითადად შეერთებულ შტატებში, სადაც მათ ხელგაშლილად დახვდნენ. 

გარდაუვალია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ექცევა ჩინეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტას ასე მკაცრად. თავად ჩინეთის ხელისუფლება მიღებულ ზომებს ხსნის ნახშირორჟანგის ნეიტრალიტეტის გრძელვადიანი პროგრამის შესრულებით ან, მარტივად რომ ვთქვათ, ეკოლოგიაზე ზრუნვით. სხვადასხვა ექსპერტს ამ კუთხით განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია ციფრული იუანი. 

დასასრულს, აღსანიშნავია, რომ CBECI-ის (Cambridge Bitcoin Electricity Consumption Index - კემბრიჯის Bitcoin-ის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსი) უახლესმა მონაცემებმა მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს პერიოდის მონაცემებში დააფიქსირა ჩინეთის პოზიცია 0%-იან დონეზე. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.